მნიშვნელოვანი სიახლეები
სნაიპერული შაშხანა  საავიაციო ქვემეხის ჭურვებს ისვრის

სნაიპერული შაშხანა საავიაციო ქვემეხის ჭურვებს ისვრის

კომპანია Truvelo-მ თავისი სნაიპერული შაშხანების Counter Measure Sniper (CMS) ხაზი ახალი უჩვეულო იარაღით, Truvelo-თი  შეავსო, რომელიც ქალაქის ბრძოლებისათვის არის განკუთვნილი.

ახალი შაშხანა დაბალ იმპულსურ  20x42 მმ-იან საავიაციო ქვემეხების ჭურვებზეა გათვლილი.

 Truvelo CMS პირველად AAD 2016 გამოფენაზე წარადგინეს, რომელიც 2016 წლის სექტემბერში სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. მთავარ მიზანს წარმოადგენდა მსუბუქი და იმავდროულად მძლავრი სნაიპერული შაშხანის შექმნა. ამის მიღწევა თვისობრივად ახალი საბრძოლო მასალის გამოყენებით მოხერხდა.

 შაშხანა Truvelo პირველ რიგში კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის საშუალებების, სარაკეტო კომპლექსების და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად გამოიყენება. მსუბუქი წონისა და მცირე გაბარიტების გამო იგი სადესანტო ჯგუფებს მოწინააღმდეგის ზურგში სამოქმედოთ გამოადგებათ.

 შაშხანა მჭიდიანია, გასწვრივ მოსრიალე საკეტით. საკეტის კორპუსზე სპირალური ღარებია, რათა მძიმე პირობებში საკეტის სრიალი გაადვილდეს.

ლულის სიგრძე 380 მმ-ია, შაშხანის საერთო სიგრძე კი მეტრზე ოდნავ მეტია. დაკეცილი კონდახით სიგრძე 700 მმ-ს აღწევს. ამ 20 მმ-იანი „ხელის ქვემეხისათვის“  წონა საკმაოდ მცირეა - 11,5 კილოგრამი ვაზნებითა და ოპტიკით.

 შაშხანიდან 20x42 მმ PAW ვაზნებით ისვრიან, რომლებსაც ბგერის სიჩქარეზე ნაკლები საწყისი სიჩქარე გააჩნიათ. შედარებით სუსტი უკუცემის  მიუხედავად ვაზნებს საკმაოდ დიდი ეფექტურობა გააჩნიათ, ვინაიდან ფეთქებადი ტყვიებით არიან. ნაკლები უკუცემის მიღწევა დენთის შემცირებით და მასრის 42 მმ-მდე დამოკლებით მოხდა.

Truvelo  იყენებს მსხვრევად-ფუგასურ, ჯავშანგამტან-აალებად და ნახევრადჯავშანგამტან ფუგასურ-აალებად ჭურვებს. ეს ბოლო ორი განსაკუთრებულ ფეთქებად ნივთიერებაHexal P30-ს შეიცავს, რომელიც ჰექსოგენის და ალიმინის ფხვნილის საფუძველზეა შექმნილი. მას აფეთქებისას ძლიერი ფუგასური და აალებადი  ეფექტი აქვს.