მნიშვნელოვანი სიახლეები
სპეცსამსახურები ნიღბიანი სახეების იდენტიფიცირებას შეძლებენ

სპეცსამსახურები ნიღბიანი სახეების იდენტიფიცირებას შეძლებენ

კემბრიჯში ნეიროქსელებს ბრბოში ნიღბით, ანდა წვერით სახედაფარული ადამიანების ამოცნობას ასწავლიან.

ბრბოში ადამიანების ამოცნობის ტექნოლოგიის დაუფლებას მსოფლიოს ყველა სახემწიფო ცდილობს. ჯერ კიდევ 2013 წელს აშშ-ს ეროვნული უშიშროების დეპარტამენტი ცდიდა ბიომეტრული თვალთვალის სისტემას BOSS, 2014 წელს ჩინელებმა თავიანთი სისტემის სიზუსტე 99,8%-მდე აიყვანეს. იაპონური კომპანია NEC-ის ბრბოს ქცევის შეფასების სისტემას თუკი რამდენიმე სუპერკომპიუტერს მივცემთ, მაშინ იგი 1 წამში 7 მილიარდი ადამიანის სახეს ამოიცნობს, ანუ დედამიწის მთელ მოსახლეობას.

 თუკი გინდათ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენი სახე ვერ ამოიცნოს,  - მაგალითად პოლიტიკურ მიტინგზე - მაშინ სახეზე არაფატი ანდა  ბალაკლავა უნდა ჩამოიფხატოთ ანდა წვერი მიიწებოთ. მაგრამ როგორც ჩანს მალე ესეც აღარ გიშველით: კემბრიჯში უკვე მუშაობენ სისტემაზე  Disguised face identification (DFI), რომელიც ადამიანს ბრბოში მაშინაც ამოიცნობს, თუკი მას სახის 50%-ზე მეტი დაფარული ექნება.

DFI დისტანციაზე 14 საკვანძო წერტილით ორიენტირდება და მათ მის ბაზაში არსებულ 25 ადამიანის 2000 ფოტოს ადარებს, რომლებზეც  სახე სხვადასხვა სახეობის ნიღბით, ანდა დრაპირებით არის დაფარული. ჯერჯერობით სისტემა ამოცნობას 69%-იანი სიზუსტით ახდენს.

ეს უკვე ცოტა არაა, მაგრამ სპეცსამსახურებისათვის არასაკმარისია. მაგრამ ასეთი სახითაც კი ეს სისტემა უსაფრთხოების ექსპერტებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. თუკი DFI სიზუსტე ღია სახის ამომცნობი სისტემების სიზუსტეს გაუტოლდება, მაშინ სპეცსამსახურებისგან დასამალად სქელი ნიღბების და ჩაფხუტების ტარება მოგვიწევს.