მნიშვნელოვანი სიახლეები
სტოლტენბერგის აზრით ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯების ზრდა უნდა გაგრძელდეს

სტოლტენბერგის აზრით ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯების ზრდა უნდა გაგრძელდეს

გასულ წელს ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების სამხედრო ხარჯები 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასეთრი განცხადება გააკეთა.

2014 წელს აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებით ევროპის ქვეყნებმა 10 წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები მშპ-ს 2%-მდე უნდა გაზარდონ.

 ჯერჯერობით ნატოს ხარჯების 70%-ს აშშ უზრუნველყოფს. მათი ნაწილი ალიანსის აღმოსავლეთის საზღვრებთან სამხედრო ძალის ზრდას ხმარდება. ასე მაგალითად სამშაბათს რუმინეთში აშშ-ს სახმელეთო ძალებში 500 ჯარისგაცი ჩავიდა. მათ შეიარაღებაშია ტანკები M1 Abrams-ი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები Paladin-ი. ისინი რუმინეთში  9 თვეს იქნებიან.  შემდეგ მათ სხვა ქვედანაყოფები შეცვლიან.