მნიშვნელოვანი სიახლეები
ტალინში ამერიკული სარაკეტო კრეისერი Hue City ჩავიდა

ტალინში ამერიკული სარაკეტო კრეისერი Hue City ჩავიდა

ტალინში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის სარაკეტო კრეისერი Hue City ჩავიდა. ხომალდი საინფორმაციო-მართვადი სისტემა „იჯისით“, 122 სხვადასხვა დანიშნულების რაკეტით,  მათ შორის „ტომაგავკებით“ და ჰარპუნებით“ არის აღჭურვილი. ამის შესახებ ესტონეთში აშშ-ს საელჩო აცხადებს.

მანამდე კრეისერი ლიტვის ნავსადგურ კლაიპედას სტუმრობდა, რომელიც 10 თებერვალს დატოვა.

ტალინში ამერიკული კრეისერის სტუმრობა ესტონეთის დამოუკიდებლობის 99 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმს დაამთხვიეს. სავარაუდოთ ეკიპაჟის ნაწილი სამხედრო აღლუმშიც მიიღებს მონაწილეობას. აღლუმში ესტონეთის არმიის ნაწილების გარდა ამერიკული კონტიგენტი, ტანკები Abrams-ი და ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley მიიღებენ. აღლუმში მონაწილეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, დანიის და საფრანგეთის ნაწილებიც ჩავიდნენ.

 სარაკეტო კრეისერი Hue City კლასით Ticonderoga-ს კრეისერებს განეკუთვნება. იგი წყალში 1991 წელს ჩაუშვეს. სახელი ვიეტნამის ომის დროს ქალაქ ჰიუესთან გამართული ბრძოლის საპატივცემულოდ ეწოდა.

მისი ძირითადი მახასიათებლები შემდეგია: წყალწყვა 9600 ტონა, სიგრძე 173 მეტრი, სიგანე 16,8 მეტრი, სიჩქარე 32,5 კვანძი, ეკიპაჟი 340 მეზღვაური. 122 რაკეტის გარდა კრეისერს ორი 127 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი Mark 45 და სხვა მცირე კალიბრის შეიარაღება, სატორპედო აპარატები და საზენიტო კომპლექსებიც აქვს. ყველაფერთან ერთად მას ორი ვერტფრენის, Sikorsky SH-60B-ისანდა MH-60R Seahawk-ის ტარებაც შეუძლია.