მნიშვნელოვანი სიახლეები
TrackingPoint-მა მსხვილკალიბრიანი შაშხანა Barrett-ის  ახალი „ჭკვიანი“ სამიზნე შექმნა (+ვიდეო)

TrackingPoint-მა მსხვილკალიბრიანი შაშხანა Barrett-ის ახალი „ჭკვიანი“ სამიზნე შექმნა (+ვიდეო)

კომპანია   TrackingPoint-მა, რომელიც კომპიუტერიულ სამიზნიან იარაღებს უშვებს, მსხვილკალიბრიანი შაშხანა  Barrett M107A1-ის საკუთარი ბრენდით გამოშვება დააანონსა.

 შაშხანა .50 BMG ვაზნაზეა. იგი კომპანიის ინჟინრებმა გადაამუშავეს და სახელად Mi50 უწოდეს. ვიდეოზე ნაჩვენებია მსროლელისგან 1600 მეტრზე (1 მილი) მდებარე მიზანში სროლა.

 სროლა ყოველგვარი მომზადების გარეშე მოხდა. ყველა საჭირო ცვლილება კომპიუტერმა ავტომატურად მოახდინა. 1 მეტრის დიამეტრის მიზნის ცენტრს პირველივე გასროლით მოარტყეს.

 კომპანია TrackingPoint-ი Mi50-ის მახასიათებლებს ჯერჯერობით ასაიდუმლოებს.

TrackingPoint-ის სამიზნეები ეს კომპიუტირიზებული სისტემებია, რომლებიც გადაწმოდებით არის აღჭურვილი. იგი ითვალისწინებს მსროლელის ხელის რხევას, ქარის მიმართულებას და სიჩქარეს და სხვა პარამეტრებს.