მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრამპის ტვიტის შემდეგ, რომელიც   F-35 ავიაგამანადგურებელს შეეხებოდა, Lockheed Martin-ის აქციები დაეცა

ტრამპის ტვიტის შემდეგ, რომელიც F-35 ავიაგამანადგურებელს შეეხებოდა, Lockheed Martin-ის აქციები დაეცა

ავიამშენებელი კომპანიის აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო შეკვეთებზე ეკონომიის გაკეთებას აპირებს.

„F-35-ის შექმნის პროგრამა კონტროლს აღარ ექვემდებარება. 20 იანვრის შემდეგ მილიარდობით დოლარის ეკონომია გვექნება სამხედრო და სხვა შესყიდვებზე“, - დაწერა ტრამპმა თავის ტვიტერში.

ამის შემდეგ  Lockheed Martin-ის აქციები 4,2 %-ით დაეცა.

პროგრამის ხელმძღვანელმა ჯეფ ბაბიონმა განაცხადა, რომ მას ესმის ტრამპის შეშფოთების, მაგრამ ამასთან პროგრამას განუმეორებელი უწოდა.

„იგი ძლიერ ფასეულია და მე მზადა ვარ პასუხი გავცე ყველა კითხვას, რომელიც არჩეულ პრეზიდენტს გაუჩნდება“, - განაცხადა მან.