მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქეთი მეხუთე თაობის პირველ გამანადგურებელ F-35-ს 2019 წელს მიიღებს

თურქეთი მეხუთე თაობის პირველ გამანადგურებელ F-35-ს 2019 წელს მიიღებს

თურქეთი Lockheed Martin-ის გამანადგურებელ F-35-ის პირველი თვითმფრინავების მიწოდებას თავისი  სამხედრო საჰაერო ძალებისათვის  2019 წლისათვის ელოდება.

ამგვარი განცხადება გააკეთა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის ქვესამდივნოს უფროსმა ისმაილ დემირმა (Ismail Demir). თურქეთი 116 ერთეული ამ ტიპის თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. პირველი წვრილსერიული საცდელი პარტია 10 ცალი  F-35-ისგან  იქნება  შემდგარი.

 2023 წლიდან  მოყოლებული (რესპუბლიკის დაარსების 100 წლისათავისათვის)  ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალები ორი ტიპის გამანადგურებლებით  იქნება აღჭურვილი - F-35 და TFX  პროგრამით შექმნილი ეროვნული წარმოების თვითმფრინავით.