მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქეთმა შეიარაღებაზე დამრტყმელი უპილოტო მიიღო (+ვიდეო)

თურქეთმა შეიარაღებაზე დამრტყმელი უპილოტო მიიღო (+ვიდეო)

თურქეთმა შეიარაღებაზე ახალი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი Anka-S მიიღო , რომელსაც 200 კილოგრამამდე ბომბებისა და რაკეტების ტარება შეუძლია.

ახალი დრონის შექმნის მიზეზი აშშ-ს კონგრესის მიერ თურქეთისათვის დამრტყმელი უპილოტოების, MQ-1 Predator-ისდა MQ-9 Reaper-ის მიყიდვაზე უარი გახდა. თურქეთი მასზე ბოლო ათწლეულის მანძილზე მუშაობდა.

პირველი ამგვარი დრონი თურქეთის არმიამ შეიარაღებაზე 2015 წლის ბოლოს მიიღო.  იგი სადაზვერვო დრონის, Bayraktar TB2-ის ბაზაზე ააგეს. 6,5 მეტრის სიგრძის Bayraktar TB2-ს12 მეტრამდე ფრთები გააჩნია და 55 კილოგრამამდე სასარგებლო ტვირთის გადატანა შეუძლია. აპარატი მცირე ზომის „ჰაერი-ზედაპირის“ კლასის რაკეტებით არის შეიარაღებული. იგი თურქულმა კომპანია  Roketsan-მა სპეციალურად უპილოტო აპარატებისათვის შექმნა. რაკეტის წონა 22 კილოგრამია და მას ლაზერული დამიზნების სისტემა გააჩნია. Bayraktar TB2-ის ფრენის სიჩქარე 220 კმ/სთ-ია ხოლო ფრენის სიშორე 150 კილომეტრი.

რაც შეეხება ახალ დრონს, იგი სადაზვერვო აპარატის Anka-ს ბაზაზე შექმნეს. მისი სიგრძე 8 მეტრია და 17,3 მეტრიანი ფრთები გააჩნია. მისი ძრავი 155 ცხენისძალის სიმძლავრისაა და 200 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია. მისი ფრენის სიშორე 200 კილომეტრს შეადგენს.