მნიშვნელოვანი სიახლეები
ტყვიამფრქვევ M2 Browning-ის კოლიმატორული სამიზნე კომპანია Trijicon-ისგან (+ვიდეო)

ტყვიამფრქვევ M2 Browning-ის კოლიმატორული სამიზნე კომპანია Trijicon-ისგან (+ვიდეო)

 მიუხედავად ტყვიამფრქვევ M2 Browning-ის მასიურობისა და ხანგძლივი სამსახურისა,  მისთვის "ოპტიკის" სერიული ნიმუში არ შეუქმნიათ. ენთუზიასტები მისთვის სხვადასხვა არასაშტატო სამიზნეებს იყენებდნენ, მაგრამ ექსპერიმენტების იქით საქმე არ წასულა.

კომპანია Trijicon-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი კოლიმატორული სამიზნე, რომელიც სპეციალურად  M2 Browning-ისთვის შეიქმნა.

  კომპანია Trijicon-ის მიერ წარმოდგენილი სამიზნე ტრადიციულიღია ტიპის კოლიმატორული სამიზნის გადიდებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელსაც ბრუნვადი ოპტიკური მოდული გააჩნია (სამმაგი გადიდებით). ავტორებმა თავიანთ ქმნილებას Machine Gun Reflex Sight ანუ MGRS-ი უწოდეს.

 კომპანიის განცხადებით მათი სამიზნით ამერიკის არმია უკვე დაინტერესდა. სამხედროებს უფრო MGRS-ის ტყვიამფრქვევ M240-ზე თავსებადობა აინტერესებთ.