მნიშვნელოვანი სიახლეები
უკრაინამ ყირიმის ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწავლებები ჩაატარა

უკრაინამ ყირიმის ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწავლებები ჩაატარა

უკრაინის არმიამ ხერსონი სოლქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების წვრთნები ჩაატარა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

განცხადების ტექსტის მიხედვით „ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება“სამხრეთის“ საჰაერო თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ტაქტიკური მეცადინეობები ჩაატარეს“.

ისინი „დაძაბულ რეჟიმში, საჰაერო მიზნების იმიტირების ინტენსიური გამოყენებით“ მიმდინარეობდა, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ სწავლება დღისითაც და ღამითაც მიმდინარეობდა. მათში უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებიც მონაწილეობდნენ.

2016 წლის დეკემბერში უკრაინამ ერთხელ უკვე გამართა სამხედრო სწავლებები ანექსირებული ყირიმის მახლობლად. მაშინ სარაკეტო სროლები შავ ზღვაში მიმდინარეობდა.

ამ სწავლებებმა მოსკოვსა და კიევს შორის ვითარება ძლიერ გაამწვავა.