მნიშვნელოვანი სიახლეები
უკრაინელებმა ახალი საბრძოლო ტანკის პატენტი წარადგინეს

უკრაინელებმა ახალი საბრძოლო ტანკის პატენტი წარადგინეს

უკრაინელ ინჟინერთა ჯგუფმა „არეიმ“ (ყოფილი „აზოვი“) ტანკ „ტირეკსის“ პატენტი გამოაქვეყნა. მას რუსული „არმატას“ კონკურენტად მიიჩნევენ.

ახალი უკრაინული ტანკის პატენტი აღწერს წინა თაობის ტანკების კონტრუქციულ ნაკლს და ტანკ T-Rex-ში გამოყენებულ ტექნიკურ გადაწყვეტებს - მაგალითად, წინა ჯავშანკაფსულას, რომელშიც ეკიპაჟის სამი წევრი მოთავსდება, ასევე ავტომატურ კოშკურას. უკრაინელთა აზრით კლასიკური ტანკები უკვე ვეღარ უზრუნველჰყოფენ ეკიპაჟის სათანადო  დაცვას, ამიტომაც ახალი სქემა გახდა მოსაფიქრებელი.

T-Rex-მა შეიარაღებაში 125 მმ-იანი ქვემეხი და ტყვიამფრქვევები მიიღო, ხოლო დინამიურ დაცვას უზრუნველყოფენ მესამე თაობის დინამიური დაცვის მოდულური კომპლექსენი „ნოჟი“ და „დუპლეტი“. ახალი ტანკის საბრძოლო პოტენციალი უკრაინული ძირითადი ტანკის „ოპლოტის“ პოტენციალზე მეტი იქნება.

 ახალი ტანკი ტ-64-ის ბაზაზე შეიქმნება (მეორე ვარიანტით ტ-72-ის ბაზაზე). თუმცა მის სერიამდე მიყვანას საეჭვოდ მიიჩნევენ, ვინადან ჯგუფ „არეის“ საკუთარი სამრეწველო ბაზა აღარ გააჩნია.