მნიშვნელოვანი სიახლეები
უპილოტო გამანადგურებელი F-16 გამოსცადეს

უპილოტო გამანადგურებელი F-16 გამოსცადეს

აშშ-ში F-16 უპილოტო გამანადგურებლის გამოცდა წარმატებით დასრულდა. იგი დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში მოქმედებდა, რომელშიც წამყვანი პილოტიანი თვითმფრინავი იყო.

როგორც კორპორაცია Lockheed Martin-ის საიტზე იუწყებიან, სცენარის მიხედვით მიწაზე მდებარე ობიექტები უნდა გაენადგურებინათ. უპილოტო თავისით ფრენდა და ანხორციელებდა ჰაერიდან „შეტევას“ (რეალური შეიარაღება გამოყენებული არ ყოფილა). შეტევისას გამანადგურებელი მისიის პრიორიტეტებით და ამა თუ იარაღის არსებობით სარგებლობდა. ასევე მას უნდა გაეთვალისწინებინა გარემო ცვლილებები, საბრძოლო მოქმედებებისას წარმოქმნილი საფრთხეები, მათ შორის მარშრუტიდან აცდენა ანდა კავშირის დარღვევა.

 ორ კვირიანი გამოცდები კალიფორნიის შტატში მდებარე ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა „ედვარდზე“ ჩატარდა. ეს გამოცდები პროექტის „მეორე სერია“ იყო.  ადრე ჩატარებული გამოცდების დროს უპილოტოს და პილოტირებულ გამანადგურებლებს ერთად უნდა ეფრინათ. ფრენის დროს უპილოტოს „დარტყმის“ მისაყენებლად უნდა გადაეხვია და შემდეგ კვლავ რგოლის შემადგენლობაში დაბრუნებულიყო. მთავარი იყო შექმნილიყო სისტემა, რომლის დროსაც ჰაერში შეჯახება გამოირიცხებოდა.

 ერთ ან რამდენიმე რობოტთან ერთად ფრენა პილოტს საშუალებას აძლევს მისიის კომპლექსურ დაგეგმვაზე და მართვაზე გაამახვილოს ყურადღება, გააანალიზოს უპილოტოებისგან შემოსული ინფორმაცია. ამას გარდა უპილოტოების გაგზავნა განსაკუთრებით სახიფათო დავალებებზე შეიძლება, სადაც მებრძოლდა სიცოცხლის გარისკვა მიზანშეწონილი არაა.