მნიშვნელოვანი სიახლეები
X95 შაშხანის სამხედრო ვერსია .300 AAC Blackout ვაზნაზე

X95 შაშხანის სამხედრო ვერსია .300 AAC Blackout ვაზნაზე

კომპანია Israel Weapon Industries (IWI)–მ  წარმოადგინა პოპულარული X95 Tavor –ის სამხედრო ვერსია ახლა უკვე .300 AAC Blackout ვაზნაზე.

 ვაზნა  .300 AAC Blackout–ს (7,62×35 მმ) შეიძლება პოპულარულ ორ ვაზნას შორის რაღაც საშუალო ვუწოდოთ. მის მასრას აქვს იგივე ზომები, რაც .223 Remington–ს (5,56×45 მმ  NATO), ხოლო ტყვია 7,62×39 მმ ვაზნისაა.

 შემქმნელი კომპანიის, Advanced Armament Corporation (AAC), განმარტებაში წერია, რომ მათ  სურდათ 7,62×39 მმ ვაზნის ბალისტიკა მიეღოთ და ამავე დროს AR-ის მსგავსი მჭიდები გამოეყენებინათ.

2011 წელს .300 AAC Blackout კალიბრის ვაზნებმა SAAMI–ის (იარაღის მწარმოებელთა ამერიკული ასოციაცია) სერტიფიკაცია გაიარეს, რის შემდეგაც ამ ვაზნაზე ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება დაიწყო.

2015 წელს ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ .300 AAC Blackout ვაზნაზე თავისი სპეცრაზმისათვის 195 კარაბინი შეიძინა. ჯერჯერობით ძალოვანი სტრუქტურების მიერ ამ ახალი კალიბრის გამოყენების ერთადერთი შემთხვევაა. მაგრამ ბაზარზე X95 საიერიშო შაშხანის გამოსვლით .300 AAC Blackout ვაზნის პოპულარობა შესაძლებელია საგრძნობლად  გაიზარდოს.

 X95 შაშხანამ .300 AAC Blackout ვაზნაზე შესაძლოა დააინტერესოს არმია და ძალოვანი სტრუქტურები კიდევ ერთი მიზეზის გამო: ძლიერი ბგერამდელი სიჩქარის მქონე ვაზნა, რომლის ხმის ჩახშობა ადვილია მაყუჩის გამოყენებით.