მნიშვნელოვანი სიახლეები
Xbox-ის ჯოისტიკი აშშ-ს წყალქვეშა ნავებზე

Xbox-ის ჯოისტიკი აშშ-ს წყალქვეშა ნავებზე

მთელი მსოფლიოს გეიმერები სათამაშო ჯოისტიკის მეშვეობით წლობით იბრძვიან ვირტუალურ ომებში. და აი მოვიდა დრო, როცა ჯოისტიკები რეალური სამხედრო ტექნიკის მართვას იწყებენ. ახლა ისინი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავების შეიარაღებაში ოფიციალურად შედიან.

„ვირჯინიის“ კლასის წყალქვესა ნავებზე ტრადიციული პერისკოპები აღარ დგას. ძველი ფილმებიდან ალბათ ბევრს გვახსოვს, როცა ერთი იყურება პერისკოპში და უყვება სხვებს თუ რა ხდება ზემოთ. ახლა მას ორი ანძა ცვლის, რომელთა წვერზე მაღალი გარჩევადობის კამერები აყენია, რომლებიც 360 გრადუსით ტრიალებენ. მათგან მომავალი ვიდეოსიგნალის ნახვა ნავზე ყველას შეუძლია, ვისაც კი მართვის ცენტრში მონიტორზე ხელი მიუწვდება.

 ახალი პერისკოპის მოსატრიალებლად ადრე მეზღვაურები ჯოისტიკს იყენებდნენ, ისეთს როგორიც ვერტმფრენის სამართავად გამოიყენება. მაგრამ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი მასზე უკმაყოფილობას გამოთქვამდა. ამიტომაც სარდლობამ პრობლემის გადასაწყვეტად გამოკითხვა ჩაატარა და ბევრმა სწორედ სათამაშო ჯოისტიკზე მიუთითა, როგორც ყველაზე მარტივ  გადაწყვეტაზე.

სათამაშო მისადგმელ Xbox 360-ის ჯოისტიკი ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. ეს კარგად მოერგო აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის სარდლობის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც არმიასა და ფლოტში უნდა დაინერგოს ტექნიკა, რომელსაც მეზღვაურები ბავშვობიდან არიან მიჩვეულები. ეს პროგრამა სამხედრო მოწყობილობების შესწავლის ვადებს საგრძნობლად შეამცირებს.

 2005 წლიდან აშშ-ში 25 მილიონი Xbox-ი გაიყიდა, ასე რომ ამ გეგმას გარკვეული საფუძველი გააჩნია. ამას გარდა ამგვარი ჯოისტიკის ფასი 30 დოლარია, მაშინ როცა თანამედროვე პერისკოპის შტურვალი 38 000 დოლარი ღირს. ასე რომ ახალი იდეა მოიწონეს, მიიღეს და უკვე გამოიყენეს წყალქვეშა ნავ „კოლორადოზე“, რომელიც ზღვაში ამა წლის დეკემბერში გავა.