მნიშვნელოვანი სიახლეები
ყველა რაკურსით გადაღებული სროლები რელსოტრონიდან (+ვიდეო)

ყველა რაკურსით გადაღებული სროლები რელსოტრონიდან (+ვიდეო)

რელსოტრონი ეს ელექტრომაგნიტური ქვემეხია, რომელსაც მცირე მასის ჭურვების ძალიან მაღალი სიჩქარით გასროლა შეუძლია. კონცეპტის ფუნქციონირება უკვე დადასტურებულია, თავად ქვემეხი მოქმედია, მაგრამ ჯერჯერობით შეიარაღებაზე მიღებული არაა - ჯერ მხოლოდ ტესტავენ.

რელსოტრონს დიდი რაოდენობით ენერგია ესაჭიროება, მათი  ჭურვები  არ ფეთქდებიან, თუმცა კი უდიდესი სიჩქარით მოძრაობენ. ამის გამო ამგვარი ქვემეხები პრაქტიკულად გამოუყენებლები რჩება განსხვავებით შეიარაღების სხვა სისტემებისგან. თუმცა ეს აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებს ხელს არ უშლის გააგრძელონ კვლევები ამ მიმართულებით. მათ რელსოტრონების დაყენება სამხედრო ხომალდებზე სურთ.

 თავდაპირველად რელსოტრონის ზღვაზე გამოცდა 2016 წელს უნდა შემდგარიყო, მაგრამ 2017 წლისათვის გადაიტანეს. მის დაყენებას ფრეგატ Zumwalt-ზე აპირებენ. ფრეგატის სიმძლავრე რელსოტრონის ენერგიით უზრუნველყოფას ადვილად  შეძლებს. ამასთან ამ ახალი კლასის ფრეგატს პრობლემები აქვს ზეზუსტ თანამედროვე, ჩვეულებრივ შეიარაღებასთან და სასროლად განკუთვნილ მათ ჭურვებთან, რომლებიც ძლიერ ძვირები აღმოჩნდნენ.