მნიშვნელოვანი სიახლეები
ყველაზე დიდი და თანამედროვე სტელს-ფრეგატი ცურვისათვის მზად არის

ყველაზე დიდი და თანამედროვე სტელს-ფრეგატი ცურვისათვის მზად არის

ყველაზე დიდი, ძვირი და თანამედროვე ფრეგატი, რომელიც კი ოდესმე აუგიათ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისათვის, თავისი პირველი სრულფასოვანი ნაოსნობისათვის მზად არის.

"ზამვოლტის" კლასის ფრეგატი (Zumwalt class guide missile destroyers)  არც ერთ აქამდე აგებულ ხომალდს არ ჰგავს. მისი სიგრძე 186 მეტრია. მისი კუთხოვანი ფრომები რადიოლოკაციური ხილვადობის შესამცირებლად არის. კორპუსში რადიოტალღებიც ვერ აღწევენ. მას ახალი შეიარაღების სისტემაც გააჩნია, რომელსაც სამიზნის 117 კმ-ზე განადგურება შეუძლია.

 თავისი ფუტურისტული ფორმებით ფრეგატი "ვარსკვლავური გზის" ხომალდ "ენტერპრაიზს" ჰგავს. უფრო მეტი მსგავსებისათვის ფრეგატის კაპიტანს სახელად ჯეიმს კირკი ჰქვია. ფრეგატი ამერიკას გარშემო შეუვლის  და მენის შტატიდან სან-დიეგოს ბაზაში ჩავა.