მნიშვნელოვანი სიახლეები
10 მეტრიანი ვეშაპი ვენტურას ნავსადგურში გაიჩხირა (+ვიდეო)

10 მეტრიანი ვეშაპი ვენტურას ნავსადგურში გაიჩხირა (+ვიდეო)

ცხოველმა „ხაფანგში“ მთელი დღე და ღამე გაატარა. სანაპირო დაცვამ ვეშაპის გამოტყუება ჰიდროფონების მეშვეობით შეძლო.

20 მაისს აშშ-ს ქალაქ ვენტურას ნავსადგურში ახალგაზრდა კუზიანი ვეშაპი გაიჩხირა. ვეშაპის სიგრძე 10 მეტრამდე აღწევდა. იგი ნავსადგურში შეცურდა და უკან გამოსასვლელ გზას ვერ აგნებდა. ვეშაპი რამდენჯერმე შეეჯახა გემებს და ერთ მოტორიან ნავს კინაღამ ხრახნები დაუზიანა.

ნავსადგურის კაპიტანი ჯონ ჰოგინსი სანაპიროს დაცვის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად დიდხანს ეცადა ვეშაპი გაენთავისუფლებინა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს 4 საათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ ჰიდროფონები დააყენეს, რომლებიც ვეშაპისათვის დამახასიათებელ ბგერებს გამოსცემდა და ამით ცხოველის გატყუებას შეეცადნენ, თუმცა მეთოდმა არ იმუშავა.

ჰიდროფონები მთელი ღამით ნავსადგურის გასასვლელთან დატოვეს. დილას როცა ბრიგადა ვეშაპის განთავისუფლების ოპერაციის გაგრძელებას შეეცადა, იგი ნავსადგურში აღარ დახვდათ. როგორც ჩანს  ჰიდროფონებმა თავიანთი საქმე მაინც გააკეთეს და ვეშაპს ოკეანისკენ გზა „მიასწავლეს“.