მნიშვნელოვანი სიახლეები
10 ყველაზე ძვირადღირებული ანტიკვარი, რომელიც კი გაყიდულა აუქციონზე (+ვიდეო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ანტიკვარი, რომელიც კი გაყიდულა აუქციონზე (+ვიდეო)

გინდა იცოდე რომელია მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი საგანძური? ძვირფასში მისი ღირებულება იგულისხმება. ზოგი შესაძლოა შეუფასებელი იყოს, მაგრამ აუქციონზე ყველა მათგანს რაიმე ფასი ედება. აქ წარმოდგენილია 10 ყველაზე ძვირდღირებული ანტიკვარი აუქციონებიდან

10. ნაპოლეონის მოოქროვილი ხმალი - $6 500 000 საფრანგეთი, ოსენატის აუქციიონი

ეს ანტიკვარული მოოქროვილი ხმალი ნაპოლეონ ბონაპარდს ეკუთვნოდა და ეკეთა მარენგოს ბრძოლისას 1800 წელს, ეს ხმალი მას ასევ თან ახლდა ეგვიპტის კამპანიებისას. ის 2007 წლის ივნისში გაიყიდა, საფრანგეთში.

9. გერმანული სამეფო წვნიანის ჯამი - $10 287 500 სოტბის აუქციონი, ნიუ ორკი

ანტიკვარი წვნიანის ჯამი  საფრანგეთის მეფეს ლუი XV-ს, ვერცხლზე მომუშავე ტომას გერმანმა დაუმზადა. ის 1723 წლიდან სამეფო კარის ოქრომჭედელი გახლდათ. მან მრავალი შედევრი შექმნა, თუმცა ცოტათუ შემორჩა შემდგომი რევოლუციებისდა გამო. ამ ცოტა ნამუშევარს შორის არის ვერცხლის წვნიანის ჯამი, რომელიც 1996 წელს ანონიმურმა მყიდველმა იყიდა.

8. ანტიკვარული მოოქროვილი საწერი მაგიდა - $ 12 100 000 ნიუ ორკი, კრისტის აუქციონი

ანტიკვარული ხელნაკეთი საკაბინეტო ავეჯი 1760 წელს დაამზადეს. საწერი მაგიდა 112 ინჩის სიმაღლისაა და წითელი ხისგანაა დამზადებული. ის გოდარდის სახელგანთქმული საწერ მაგიდებს შორისაა და მსგავსი მსოფლიოში მხოლოდ ცხრა შემორჩა. ეს ანტიკვარი დღემდე რჩება ამერიკაში ყველაზე ძვირდა გაყიდულ ანტიკვართა შორის.

7. პრინცესა კატერინას ზურმუხტისა და ბრილიანტის გვრგვინი - $12 .1 მილიონი სოტბის აუქციონი, ჟენევა

გერმანელი პრინცესა კატერინა ჰენკელის გვირგვინი 500 კარატიანი ბტილიანტებით და 11 იშვიათი კოლუმბიური ზურმუხტითაადამშვენებლი. ლეგენდის მიხედვით ეს ზურმუხტები სინამდვილეში მაჰარაჯას ყელსაბამიდანაა. სამკაული მისმა ქმარმა პრინც გუიდო ჰენკელ ვონ დონერსმარკმა შეუკვეთა დასამზადებლად. შემდგომ ის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მეუღლეს ეკეთა. გვირგვინი 2011 წლის მაისში  აუქციონზე გაიყიდა.

6. მინგის დინასტიის ოქროს სამფეხა ჭურჭელი - $15 მილიონი სოტბის აუქციონი, ჰონ კონგი

მისი სიძველე და სილამაზე საკმარისი მიზეზი იქნებოდა, რათა ის კოლექციონერთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ყოფილიყო, მაგრამ მას ფასს ისიც მატებს, რომ მხოლოდ რვა მსგავსი ანტიკვარი შემორჩა. ჭურჭელი 18 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, დამშვენებულია დრაკონის გამოსახულებებით და ძვირფასი ქვებით, როგორიცაა ბუნებრივი მარგალიტი, ლალი, საფირონი და ფირუზი. ანტიკვარიატი 2008 წლის აპრილში გაიყიდა.

5. მომინანქრებული ფაიფურის მათარა - $16 მილიონი ნიუ ორკის აუქციონი

1736 და 1795 წლებს შორის დამზადებული ანტიკური  ვარდისფერი მინანქარი ცისფერი და თეთრი ფაიფურის მათარა ქიალოგის დინასტიას ეკუთვნის. მასზე გამოსახულია ორი ფენიქსი და მანათობელი მარგალიტები. სახელურებს დრაკონის ფორმა აქვს. ის აუქციონზე 1987 წლის ნოემბერში გაიყიდა.

4. ოლიპანტის საბრძოლო საყვირი - $ 16. 1 მილიონი სკანდინავიაში პირად აუქციონზე

ჯერ კიდევ გამოსადეგი საბრძოლო საყვირი დამზადებული სპილოს ძვლისგან, რომელზეც ამოტვირფულია ცხოველები და ნადირობის სცენა. მსგავსი ინსტრუმენტი მხოლოდ ექვსი მოიპოვება. ოლიფანტის საყვირები მე-11 საუკუნეში დამზადდა.

3. ლეონარდო დავინჩის კოდექსი - $ 30. 8 მილიონი კრისტის აუქციონი, ნიუ ორკი

თომას ქოქსმა, ლესტერის ჰერცოგმა იყიდა 1719 წელს სამეცნიერო დოკუმენტი. მანუსკრიპტი 18 ფურცლისგან შედგება და ორივე გვერდზე წარწერებია. მასში შედის და ვინჩის ჩანაწერები, რომელიც მისთვის დამახასიათებელ სარკისეული სტილით უწერია, მასზე ასევეა ჩანახატები და დიაგრამები. ეს კოდექსი 1994 წელს ბილ გეითსმა იყიდა და ყოველი გვერდი დაასკანირა და ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ხელნაწერი მთელს მსოფლიოშირეგულარული ტურებით მუზეუმიდან მუზეუმში მოგზაურობს.

2. ბედმინტონის საწერი მაგიდა - $ 36 მილიონი კრისტის აუქციონი, ლონდონი

ანტიკვარულმა ავეჯმა ორჯერ მოიპოვა რეკორდი მაღალი ფასებით. თუმცა ყველაზე ძვირი ბედმინტონის საწერი მაგიდა გახლდათ. ის ბერფორტის მესამე გერცოგმა 1726 წელს შეუკვეთა. 30 ოსტატი ექვსი წლის მანძილზე მუშაობდა, რათა საკაბინეტო ავეჯი დაესრულებინათ. ავეჯს სახელი ბედმინტონის სახლის მიხედვით ეწოდა, სადაც ჰერცოგი მას ინახავდა. ავეჯი ანტიკვარიატის კოლექციონერმა პრინც ჰანს ადამ მეოპრემ იყიდა და ლანჩესტერის მუზეუმში გამოფინა.

1.ცინის დინასტიის ვაზა - $ 80. 2 მილიონი კერძო აუქციონი.

ეს ჩინური ვაზა ყველაზე ძვირადშეფასებული ანტიკვარია. ოქროს ვაზა დამშვენებულია თევზებისა და ყვავილების გამოსახულებებით. ცინის დინასტიის ვაზა მრავალჯერ შეუქიათ მისი სილამაზისთვის და იშვიათობისთვის. ითვლება, რომ ის იმპერატორ ციანლულისთვის შეიქმნა, რომელიც 1736 და 1795 წლებს შორის მეფობდა. უცნობია როგორ აღმოჩნდა ჩინეთის საიმპერატორო ვაზა ლონდონში. თავდაპირველად ის რეპლიკა ეგონათ და $ 1000 იყო შეფასებული. როცა დადგინდა მისი ნამდვილობა ფასი $1 მილიონამდე გაიზარდა. ის ჩინელმა მილიარდელმა 2010 წლის აუქცვიონზე მოიგო 43 მილიონ ფუნტ სტერლინგად. თუმცა მყიდველს არ სურდა აუქციიონთან დაკავშირებული გადასახადების გადახდა. დავის დროს მისი ფასი გაიზარდა, რის გამოც კერძოდ პირზე კიდევ ერთხელ გაიყიდა $ 80. 2 მილიონად.