მნიშვნელოვანი სიახლეები
125 000 000 წლის წინათ მცხოვრები დინოზავრ-ფრინველის ნაშთები აღმოაჩინეს

125 000 000 წლის წინათ მცხოვრები დინოზავრ-ფრინველის ნაშთები აღმოაჩინეს

სავარაუდოთ დინოზავრი მფრინავ სახეობებს მიეკუთვნებოდა: მას  გრძელი, ასიმეტრიულად განლაგებულ ბუმბულიანი კუდი ჰქონდა. ახალ ცხოველს Jianianhualong tengi უწოდეს და იგიტროოდონტიტების ოჯახს მიაკუთვნეს.

Jianianhualong tengi-ის ძვლები ჰონკონგის უნივერსიტეტის პალეონტოლოგების გუნდმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში აღმოაჩინა. ლიაონინის პროვინცია ცნობილია მფრინავი დინოზავრებით.

დინოზავრი ზომით ერთ მეტრამდე იყო და იგი ზომიერ კლიმატურ ზონაში ცხოვრობდა.

პალეონტოლოგთა თქმით, აღმოჩენილი სახეობა ტროოდონტების ევოლუციაში მნიშვნელოვან გარდამავალ ფორმას წარმოადგენს. მისი ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან შედარებისას მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ Jianianhualong tengi-ი მოზაიკური ევოლუციის  მსხვერპლი შეიქნა. მისი ჩონჩხის ზოგინაწილისხეულის სხვა ნაწილებზე ზემოქმედების გარეშე განვითარდნენ.  მაგალითად წინა კიდურები და  თეძოს ძვლები პრიმიტიული ტროოდონტიტების მსგავსია, მაშინ როცა უკანა კიდურები და თავის ქალა უფრო გვაინდელი სახეობების მსგავსია.

დინოზავრს კიდურებზე და კუდზე დიდი ზომის ბუმბულები ჰქონდა. ამასთან კუდი გრძელი იყო. სწორედ ეს დიდი ზომის ბუმბულები აძლევს უფლებას პალეონტოლოგებს ივარაუდონ რომ ეს დინოზავრი დაფრინავდა.