მნიშვნელოვანი სიახლეები
25 წლის წინათ გარდაცვლილი ფრენკ ზაპა ტურნეს გამართავს

25 წლის წინათ გარდაცვლილი ფრენკ ზაპა ტურნეს გამართავს

სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ ფრენკ ზაპა ისევ ტურნეში მიემგზავრება. ამჯერად ჰოლოგრამის სახით.

კონცერტების სერია, რომლებშიც ზაპას ჰოლოგრამის გარდა მისი ყოფილი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას, 2017 წლის ბოლოს დაიწყება და 2018 წელსაც გაგრძელდება.

ჰოლოგრამას კომპანიაEyellusion ქმნის. მან გასულ წელს რონი ჯეიმს დიოს ჰოლოგრამას ტურნე უკვე მოუწყო.

პროგრამის მთავარი ნაწილი ფრენკ ზაპას მიერ დაწერილი სამ ნაწილიანი ოპერა „ჯოს ავტოფარეხი“ (Joe's Garage) იქნება. ისევე როგორც ზაპას სიცოცხლეში, მისი ჰოლოგრამა "Central Scrutinizer"-ს როლს შეასრულებს.

სად გაიმართება ტურნე ჯერ უცნობია.