მნიშვნელოვანი სიახლეები
364000 $-ად შეფასებული რომაული სარკოფაგი ბაღის სამშვენისად გამოიყენებოდა

364000 $-ად შეფასებული რომაული სარკოფაგი ბაღის სამშვენისად გამოიყენებოდა

ინგლისში იპოვეს უძველესი რომაული სარკოფაგი, რომელიც 345000 ევროდ (364000 $) შეფასდდა. ძვირადღირებული მარმარილოს საფლავი იმყოფებოდა ოქსფორდშაირში, ვუდსტოკის სასახლის ბაღში სადაც ის ყვავილებისთვის გამოიყენებოდა თითქმის საუკუნის განმავლობაში.

რომაული სარკოფაგის აღმოჩენა

უძველესი რომაული სარკოფაგი სერ უინსტონ ჩერჩილის დაბადების ადგილას ოქსფორდშაირში, სასახლის ბაღისთვის ყვავილების ქოთნად გამოიყენებოდა 100 წლის მანძილზე.

მანამდე მე-19 საუკუნისთვის მარბლოუგის მეხუთე ჰერცოგის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც ცნობილი იყო ანტიკური ნივთებისადმი სიყვარულით და კოლექციებით. სასახლის ოფიციალთა განცხადებით სარკოფაგი შემთხვევით აღმოაჩინეს, ერთმა სიძველეების ექსპერტმა შემთხვევით შეამჩნია, რომ ყვავილების ქოთნის ორნამენტები ძალიან ჰგავდა უძველესი რომაული სარკოფაგებს და მისი წარმომავლობით დაინტერესდდა.

ქეით ბელენგერმა, სასახლის მენეჯერმა Daily Mail-ს განუცხადა:

„სარკოფაგი ასეთი მნიშვნელოვანი არ გვეგონა და ყველანი გაოცებული ვიყავით ამით. სასახლეს სიძველეების ექსპერტი სტუმრობდა. ისიც, როგორც ბაღის მრავალი მნახველი მონუსხული იყო ყვავილების ქოთნის სილამაზით. ყველანი გავოცდით, როცა ის დათარიღებით დაახლოებით ახ.წ.ა. 300 წლისთვის დამზადებული აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მალე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება სარკოფაგისთვის. უძველესი არტეფაქტი მისთვის არასასარგებლო მდგომარეობაში იმყოფებოდა დიდი ხნის მანძილზე. ვიმედოვნებთ, რომ ის უკეთეს პირობებში კიდევ მრავალი საუკუნე გაძლებს.“

სარკოფაგის ორნამენტები დიონისეს დღეობას გამოსახავს

სარკოფაგის შესწავლისას დაადგინეს, რომ ორნამენტები დიონისეს დღეობის სცენას გამოსახავს, რის მიხედვითაც დაადგინეს მისი შექმნა ახ.წ.ა. 300 წლისთვის უნდა მომხდარიყო.

გარდა ღვინის ღვთაებისა და სატირისა, ორნამენტებში გვხდება ჰერაკლე და არიადნე ლომის ორ დიდ თავთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში სარკოფაგი მისთვის შეუფერებელ გარემოში იმყოფებოდა ის მაინც კარგად შემოინახა.

ყვავილის ქოთნათ სარკოფაგი ადრეც გამოუყენებიათ

ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ძვირადღირებული ისტორიული სარკოფაგი ყვავილის ქოთნად გამოეყენათ. 2013 წელს აუქციონერმა კაი სშვინგმა მსგავსი სარკოფაგი 115000 ევროდ გაყიდა, რომელიც თავის ბაღში საყვავილედ აღმოაჩინა. ბატონმა ამ ახალ შემთხვევაზე განაცხადა, რომ ეს სარკოფაგი უფრო ძვირადაც შეიძლება გაეყიდათ. მან Daily Mail-ს განუცხადა:

„სარკოფაგის მასალა მიანიშნებს, რომ ის მაღალი სტატუსის მქონე ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან დიონისეს დღესასწაულის ორნამენტები მიუთითებენ მე-2 საუკუნეს და ლომის თავის ნითბერბი კი რომის საიმპერატორო ძალაუფლების მიმანიშნებელია. ჩემი აზრით ეს აღმოჩენა შესაძლოა 300 000 ევროდ ან უფრო მეტადაც  გაყიდულიყო.“