მნიშვნელოვანი სიახლეები
ადამიანი, რომელმაც თავი ნაწილაკების ამაჩქარებელში შეყო

ადამიანი, რომელმაც თავი ნაწილაკების ამაჩქარებელში შეყო

რა მოხდება თუკი ამაჩქარებელში ნაწილაკების ნაკადს ხელს შევუშვერთ? თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ იმ მომენტს, რომ ამაჩქარებელში ნაწილაკები ვაკუუმში მოძრაობენ, შეიძლება აზრობრივი ექსპერიმენტის ჩატარება და მოვლენების წარმოდგენა.. ანდა შეიძლება ადამიანი მოვინახულოთ, რომელმაც ნაწილაკების ნაკადს თავი შეუშვირა.

მთელს მსოფლიოში სინქროტრონებში მოძრავ ნაწილაკებს საშინელი ენერგია აქვთ, რომლებსაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი შეხვდება. სამედიცინო აპარატებში, რომლებშიც ალფა-ნაწილაკებით სიმსივნურ უჯრედებს ბომბავენ, ნაწილაკების ენერგია 250 მილიონ ელექტრონვოლტს არ აღემატება. ამაჩქარებელში ნაწილაკების ენერგია მილიარდობით ელექტრონვოლტით იზომება. მათი ადამიანზე ზემოქმედება დიდი ხანი თეორიული სჯა-ბაასის თემა იყო, სანამ 1978 წლის 13 ივლისს საბჭოთა ფიზიკოსმა ანატოლი ბუგორსკიმ პროტვინოში, სინქროტრონ У-70-ში პროტონების ნაკადს თავი არ შეუშვირა.

 იმ ისტორიულ დღეს დამცავი მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა და თითქმის სინათლის სიჩქარით მქროლავი პროტონების ნაკადმა ბუგორსკის თავის ქალაში და ტვინში გაიარა. ამ დროს იგი დაიხარა, რათა მწყობრიდან გამოსული დეტალის წვრილმანი რემონტი მოეხდინა. მან შესავალზე 200 000 რენტგები დასხივება მიიღო, გამოსასვლელზე კი ნაწილაკების გაბნევის გამო კიდევ უფრო მეტი - 300 000 რენტგენი. მეცნიერი ცოცხალი გადარჩა, დაიცვა დისერტაცია, რომელიც ინციდენტამდე ჰქონდა დაწყებული და მთელი შემდგომი ცხოვრება სინქროტრონზე იმუშავა. მას მხოლოდ ზოგჯერ შეტევები აწუხებს და სახის ერთი ნახევარი მეორეზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

 ინციდენტის შესახებ დიდი  ხანი არაფერს ამბობდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ინტერვიუს მიცემა დაიწყო, რომლებშიც ჰყვება, რომ მას ტკივილი თითქმის არ უგვრძნია. ექიმებმა მის სხეულში კიბოს მარკერები დღემდე ვერ აღმოაჩინეს. არადა ბევრ შემთხვევაში გამოსხივება კიბოს გამომწვევი მიზეზთაგანია. შესაძლოა საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბუგორსკის თავში ნაწილაკების ფოკუსირებულმა ნაკადმა გაიარა, რომელიც უჯრედების მცირე ნაწილს შეეხო.