მნიშვნელოვანი სიახლეები
ადამიანის თავის გადანერგვის პირველ ოპერაციას უკვე დეკემბერში ჩაატარებენ

ადამიანის თავის გადანერგვის პირველ ოპერაციას უკვე დეკემბერში ჩაატარებენ

ცნობილი ქირურგი სერხიო კანავერო და მისი ჩინელი კოლეგა სიაოპინ რენი დეკემბერში თავის გადანერგვის ოპერაციისათვის  მზად არიან.

ყველაფერი ოთხი წლის წინათ დაიწყო, როცა კანავერომ საჯაროდ გამოაცხადა სურვილი გამხდარიყო პირველი ქირურგი, რომელიც ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაციას ჩაატარებდა.  ადამიანზე ოპერაციის მზადებისას კანავერომ და მისმა ჩინელმა კოლეგამ ათასამდე ოპერაცია თაგვებზე, ვირთხებზე და ძაღლებზე ჩაატარეს.

ყველაფერი ოთხი წლის წინათ დაიწყო, როცა კანავერომ გადაწყვიტა პირველი ქირურგი გამხდარიყო, რომელიც ადამიანის თავის გადანერგვას მოახდენდა.

მომავალი   ოპერაციის დაწვრილებით  პროტოკოლს რენი პრეს-კონფერენციაზე გაასაჯაროებს, რომელიც უახლოეს ორ თვეში უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ოპერაცია 72 საათს გასტანს, ჩატარდება ჰარბინში და მოხალისე ჩინელი იქნება.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ახალი სხეულის მართვის შესწავლა მოუწევს. ამისათვის ვირტუალური რეალობის პროგრამას გამოიყენებენ, რომელიც კომპანია Inventum Bioengineering Technologies-თან ერთად შექმნეს.

რენი და კანავერო უკვე ახალ გეგმებს აწყობენ. უახლოეს სამ წელიწადში ისინი თავის ტვინის გადანერგვის ოპერაციას გეგმავენ. კანავეროს თქმით ტვინის გადანერგვა გარკვეულწილად უფრო ადვილია, ვიდრე სხეულზე სხვისი თავის მიკერება. ტვინის გადანერგვისას გაუცხოების იმუნური რეაქციის განვითარების რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თავის გადანერგვისას.

არსებობს კიდევ გარდაცვლილი ადამიანების „გაცოცხლების“ გეგმები. კომპანია  Alcor-ის სიკვდილის შემდეგ სხეულების გაყინვის პროექტის მონაწილეებს გაალხობენ და მათ თავს დონორ სხეულს მიაკერებენ. ამ ოპერაციას კავარერო 2018 წლისათვის გეგმავს.