მნიშვნელოვანი სიახლეები
ადამიანმა მომავალი მატარებელი ვერ შენიშნა (+ვიდეო)

ადამიანმა მომავალი მატარებელი ვერ შენიშნა (+ვიდეო)

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ხელისუფლება იძულებული გახდა ქალაქის მცხოვრებნი სპეციალურად გაეფრთხილებინა, რათა მათ სარკინიგზო ლიანდაგებზე გადასვლისას მეტი ყურადღება გამოიჩინონ. მათ მოუწოდებენ ორივე მხარეს იყურონ, ვინაიდან თანამედროვე მატარებლები იმდენად უხმაუროები არიან, რომ ხმით მათი მოახლოების გაგება ძნელი ხდება.

 ამგვარი გაფრთხილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივი მცხოვრები კინალაღამ მატარებლის ქვეშ მოყვა. ელექტრომატარებელი იმდენად ჩუმად მოძრაობდა, რომ ადამიანმა მისი მოახლოება უბრალოდ ვერ გაიგო.

ქალაქში ცხოვრება, ეს ხმაურში ცხოვრებაა და მას უნდა მიეჩვიო. მაგრამ ახლა თანამედროვე ელექტროავტომობილები და ელექტრომატარებლები იმდენად უხმაუროები გახდნენ, რომ ადამიანმა ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს და სმენას არ ენდოს.

აშშ-ს ტრანსპორტის სამინისტრომ დაავალდებულა ელქტროძრავების ყველა მწარმოებელი, რომ 2019 წლისათვის ძრავებს ხელოვნური ხმაურის გენერატორები დაუყენონ, რათა ფეხით მოსიარულემ ხმის მიხედვით განსაზღვროს თუ სად იმყოფება ავტომობილი. როგორც ჩანს ახალი ზელანდიის ხელისუფლებას თავის ელექტრომატარებლებზე რაღაც ამდაგვარის გაკეთება მოუწევთ.