მნიშვნელოვანი სიახლეები
Adidas-მა ბოსტონის მარათონის მონაწილეებს მილოცვის გამო ბოდიში მოუხადა

Adidas-მა ბოსტონის მარათონის მონაწილეებს მილოცვის გამო ბოდიში მოუხადა

სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული კომპანია Adidas-ი უტაქტო მილოცვის გამო იძულებული გახდა ბოსტონის მარათონის მონაწილეებისათვის ბოდიში მოეხადა.

„გილოცავთ, რომ გადაურჩით ბოსტონის მარათონს!“ - ნათქვამი იყო მილოცვაში.

Adidas-ის მილოცვა სწრაფად გავრცელდა სოციალური ქსელებით და კრიტიკის ქარ-ცეცხლი გამოიწვია, ვინაიდან იგი 2013 წლის აპრილში მარათონის დროს აფეთქებას გადარჩენილ მონაწილეებზე ერთგავრ მინიშნებად აღიქმებოდა.

შედეგად კომპანიამ თავისი მილოცვის ფორმულირების გამო, ბოდიში მოიხადა.

2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონის დროს ფინიშზე აფეთქება მოხდა. აფეთქების ორგანიზებაში დამნაშავედ დაღესტნელი ძმები თამერლან და ჯოჰარ ცარნაევები სცნეს.

თამერლან ცარნაევი თავდასხმის შემდეგ პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა, ხოლო ჯოჰარს 2015 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.