მნიშვნელოვანი სიახლეები
ალ კაპონეს მიერ ციხეში დაწერილი სიმღერა აუქციონზე იყიდება

ალ კაპონეს მიერ ციხეში დაწერილი სიმღერა აუქციონზე იყიდება

მასაჩუსეტში აუქციონ RR Auction-ზე გასაყიდათ გამოიტანეს სიმღერა, რომელიც ლეგენდარულმა ამერიკელმა განგსტერმა ალ კაპონემ ალკატრასის ციხეში დაწერა.

როგორც ვაჭრობის ორგანიზატორები იძახიან „იუმორესკა“ ორიდან ერთ-ერთი სიმღერაა რომლებიც ალ კაპონემ ალკატრასის ციხეში დაწერა.  ნოტების ფურცელში 20 ათასი დოლარის მიღებას ვარაუდობენ.

ალკატრასში ყოფნისას ალ კაპონე მთელი წელი ითხოვდა, რათა პატიმრებს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის საშუალება მისცემოდა. როგორც ამის ნებართვა მიიღო, მაშინათვე ჯგუფი The Rock Islanders-ი შექმნა, რომელშიც თავად ბანჯოზე უკრავდა.

 აუქციონზე წარმოდგენილ სხვა ლოტებში არის ალ კაპონეს ჯიბის საათი, განგსტერ ჯონ ჰოტის (მეტსახელად „ტელკეფონის დონი“) მიერ დაწერილი წერილი და ბონი პარკერისა და კლაიდ ბეროიუს კუთვნილი საიუველირო ნაკეთობები.

დიდი დეპრესიის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განგსტერი ალ კაპონე 1931 წელს დააპატიმრეს. მას ალკატრასის ციხეში 11 წელიანი პატიმრობა გადასახადაბის გადაუხდელობისათვის მიესაჯა. იგი ციხიდან შვიდი წლის შემდეგ გამოვიდა. მას მთელი თავისი გავლენა უკვე დაკარგული ჰქონდა. ალ კაპონე 1947 წელს ინსულტისგან გარდაიცვალა.