მნიშვნელოვანი სიახლეები
ალკოჰოლი ცუდის დამახსოვრებაში „გვეხმარება“

ალკოჰოლი ცუდის დამახსოვრებაში „გვეხმარება“

მეცნიერთა აზრით ცხოვრებისეული სიბრძნე „დალიე და დაგავიწყდება“ არ მუშაობს: ალკოჰოლი უარყოფით მოგონებებს მხოლოდ აძლიერებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეშინებული თაგვები შეისწავლეს, რათა გაერკვიათ ალკოჰოლის შიშებზე ზემოქმედება. მათ ჯერ ლაბორატორიის თაგვებს შიში გრძნობა „შეასწავლეს“: ექვსი კონკრეტული ხმის შემდეგ თაგვებს ელექტროშოკი ურტყავდა. შემდეგ „ნასწავლი“ თაგვები  ორ ჯგუფად გაჰყვეს: ერთი გაზავებულ ეთანოლს იღებდა, მეორე უბრალო წყალს. მეორე დღეს ექსპერიმენტი ხმებით გაიმეორეს, ოღონდ ამჯერად ხმას ელექტროშოკი აღარ ახლდა.

„ლოთი“ თაგვები ხმის გაგონებაში შიშისგან უფრო ხშირად ქვავდებოდნენ, ვიდრე „ფხიზელი“ თაგვები. მღრნელების ორივე ჯგუფის ტვინის შესწავლამ აჩვენა, რომ „მსმელი“ თაგვების ტვინის უჯრედებში სინაპსების გაყოლებაზე უფრო მეტი რეცეპტორები წარმოიქმნებოდა, ვიდრე „ფხიზლებში“.

სინაპსების გაძლიერება კი უფრო მკვეთრ და ძლიერ მოგონებებს ნიშნავს. რაც უფრო მეტი რეცეპტორებია სინაპსების გასწვრივ, მით უფრო ძლიერია განგაშის გრძნობა, ამიტომაც ალკოჰოლის რეგულარული მიღება უარყოფით მოგონებებს    მხოლოდ აძლიერებს.

 ალკოჰოლთან ერთად მიღებული დამამშვიდებელი პრეპარატები უარყოფით მოგონებებზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ და როგორც წესი მდგომარეობას არ აუმჯობესებენ. ამიტომაც შიშის შემოტევისგან თავის დასაღწევად რეცეპტორების მაბლოკირებელი პრეპარატები უნდა მივიღოთ.

 ფსიქოლოგების აზრით შეშინებულ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ადამიანებს ტრავმისშემდგომი სინდრომის გადატანაში და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში დაეხმარებათ. მთავარია მკურნალობის დროს ალკოჰოლი გამორიცხონ.