მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელმა სამხედრო ფოტოგრაფმა თავისი მკვლელი აფეთქება გადაიღო

ამერიკელმა სამხედრო ფოტოგრაფმა თავისი მკვლელი აფეთქება გადაიღო

ამერიკელი სამხედრო ფოტოკორესპონდენტი ჰილდა ი. კლეიტონი ავღანეთში საცეცხლე მომზადებაში ვარჯიშის გადაღებისას დაიღუპა. ამავე დროს მან იმ აფეთქების გადაღება მოასწრო, რომელმაც იგი შეიწირა.

როგორც იუწყებიან, საბედისწერო შემთხვევა ჯერ კიდევ 2013 წელს, ავღანეთის ლაგმანის პროვინციაში მოხდა, მაგრამ საბედისწერო აფეთქების ფოტო მხოლოდ ახლა გავრცელდა.

ჰილდა ი. კლეიტონს ვიზუალური ინფორმაციის სპეციალისტის თანამდებობა ეკავა. ის და ავღანეთის ეროვნული არმიის ოთხი ჯარისკაცი ნაღმმტყორცნის შემთხვევითი აფეთქებისას დაიღუპნენ.