მნიშვნელოვანი სიახლეები
ამწყობმა პიანინოში ძველი მონეტების განძს მიაკვლია

ამწყობმა პიანინოში ძველი მონეტების განძს მიაკვლია

ოქროს მონეტებისგან შემდგარი განძი 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პიანინოს შიგნით იყო დამალული. ინგლისის შროპშირის საგრაფოში მომხდარი შემთხვევა სპეციალისტების კვლევის საგანი გახდა. მათი აზრით განძის მფლობელის, ანდა მისი მემკვიდრის მოძებნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 დედოფალ ვიქტორიას, ედუარდ VII-ის და გეორგ V-ის  პერიოდის სოვერენებით და ნახევარსოვერენებით სავსე ქისა საკრავების ამწყობმა აღმოაჩინა. იგი ძველი პიანინოს სანახავად მოიწვიეს.

 ყველაზე ძველი მონეტა 1847 წელს არის მოჭრილი, ხოლო ყველაზე „ახალი“ – 1915 წელს. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მონეტები XX საუკუნის დასაწყისში დამალეს. სავარაუდოთ ეს პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ უნდა მომხდარიყო, როცა ბანკებისადმი ნდობა დაბალი იყო და ფულის შენახვას სახლში ამჯობინებდნენ.