მნიშვნელოვანი სიახლეები
„არა მგონია რომელიმე ჩვენგანი მეფობაზე ოცნებობდეს“

„არა მგონია რომელიმე ჩვენგანი მეფობაზე ოცნებობდეს“

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის შვილიშვილი პრინცი ჰარი ვარაუდობს, რომ  ბრიტანეთის ტახტის არცერთ მემკვიდრეს არ სურს მონარქი გახდეს. ამის შესახებ მან ინტერვიუში განაცხადა.

„არის კი ვინმე სამეფო ოჯახში ვისაც მეფედ ანდა დედოფლად გახდომა სურს?  არა მგონია“, - განაცხადა პრინცმა ჰარიმ, რომლის მამაც, პრინცი ჩარლზი ბრიტანეთის ტახტისათვის რიგში პირველია.

 ამასთან მან დაამატა, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები მზად არიან როცა დრო მოვა თავიანთი მოვალეობანი შეასრულონ.

ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ ასევე განაცხადა, რომ ის და მისი უფროსი ძმა პრინცი უილიამი „ხალხის კეთილდღეობისათვის“ ბრიტანული მონარქიის მოდერნიზაციას შეეცდებიან და დაუმატა: „მე მეფეც რომ გავხდე, საყიდლებზე მაინც თვითონ ვივლი“.