მნიშვნელოვანი სიახლეები
არაბეთის უდაბნოში რობოტების გიგანტურ ქალაქს აგებენ (+ვიდეო)

არაბეთის უდაბნოში რობოტების გიგანტურ ქალაქს აგებენ (+ვიდეო)

საუდის არაბეთის პრინცის მუჰამად იბნ სალმანის განცხადებით, მალე  მომავლის ქალაქი აშენდება. მას ფუტურისტული სახელი - ნეომი - ექნება და იგი არაბეთის ნახევარკუნძულზე წითელი ზღვის სანაპიროზე განთავსდება.

 ამ მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ 26 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გამოყო, რაც 250-ჯერ მეტია პარიზის ფართობზე.

 სავარაუდოთ მომავალში ქალაქის ტერიტორია საუდის არაბეთის ფარგლებს გასცდება და ეგვიპტის და იორდანიის ტერიტორიების ნაწილს დაიკავებს. ამის გამო ეგვიპტის მიმართულებით წითელ ზღვაზე ხიდის აგებაა ნავარაუდევი.

ქალაქი სიახლეების მთელი კომპლექტით იქნება აღჭურვილი. აქ ადამიანებზე მეტი რობოტები იქნებიან. ენერგიას ქალაქი მხოლოდ ეკოლოგიურად შემოწმებულს მიიღებს - ქარისას და მზისას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოთ ელექტრო იქნება და ადამიანი მძღოლები არ ეყოლება.

 საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის განცხადებით, ნეომში „ყველა მომსახურეობა და პროცესები 100%-ით ავტომატიზირებული იქნება“, რაც მას „მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ ქალაქად აქცევს“. მომავლის ქალაქს უკვე რობოტების მექა შეარქვეს.

 ქალაქის მშენებლობაში ინვესტიციას უკვე 500 მილიარდ დოლარად აფასებენ. ფულს საუდის არაბეთის გარდა უცხოელი ინვესტორებიც ჩადებენ. მაგალითად სურვილი უკვე გამოთქვა იაპონურმა ფონდმა SoftBank Vision-მა.

 ნეომში რობოტები სხვადასხვა ფუნქციებს შეასრულებენ: უსაფრთხოების, ლოგისტიკის და სხვა. საუდელმა პრინცმა დაამატა, რომ  ქალაქი ნახევრად ავტონომიური იქნება. ეს კი  იმას ნიშნავს, რომ იგი შესაძლოა კოსმოპოლიტური ტერიტორია გახდეს, სადაც  მუსულმანური შეზღუდვები არ იმოქმედებს.

 სარეკლამო რგოლში ნეომის მოსახლე ქალები თავსაფრების გარეშე, მოკლე კაბებში და სპორტული ტანსაცმლით დადიან. ისინი მამაკაცების მსგავსად ერთობიან. ქალაქის რეკლამა უკვე ამერიკული ტელევიზიით გადის.