მნიშვნელოვანი სიახლეები
არგენტინაში ემბრიონებიანი დინოზავრების კვერცხები აღმოაჩინეს

არგენტინაში ემბრიონებიანი დინოზავრების კვერცხები აღმოაჩინეს

დინოზავრის კვერცხები მიწაში 70 მილიონი წელი იყვნენ. ამის მიუხედავად მათში გამოუჩეკავი ხვლიკების ტყავი და კბილებიც კი შენარჩუნდა.

აღმოჩენა არგენტინის სამხრეთში ნეუკენის პროვინციაში გაკეთდა. კვერცხების შიგნით დინოზავრების ემბრიონების ნაშთები აღმოჩნდა. როგორც არგენტინის ნეუკენის პროვინციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კლაუდია დელა ნეგრა ჰყვება, ამ აღმოჩენას მეცნიერებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „მეცნიერები ემბრიონებს მთლიანად იკვლევენ. მათ უკვე ჩაატარეს ტყავისა და კბილების ანალიზი“, - აღნიშნავს იგი. მისი თქმით კვერცხებმა ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში მოაღწია. ეს იმიტომ მოხდა, რომ აქ ადრე ჭაობი იყო, რომელიც შემდგომ ვულკანურმა ქანებმა დაფარეს.

დინოზავრების ბუდე ადგილობრივმა მწყემსმა აგუადა-სან-როკეს მახლობლად რამდენიმე წლის წინათ შემთხვევით აღმოაჩინა. მაგრამ მეცნიერებმა ამ აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადეს. ეს ამ რაიონში პირველი ამდაგვარი აღმოჩენა არაა. ჯერ კიდევ 1997 წელს აქვე გამოუჩეკავი ქვეწარმავლების გაქვავებული  კვერცხები აღმოაჩინეს

 დელა ნეგრას თქმით ამ რაიონში ხშირად პოულობენ დინოზავრების კვერცხებს და იმ ცხოველთა ნაშთებს, რომლებიც ამ კვერცხებზე ნადირობდნენ. მისი თქმით ეს ამ ადგილას პალეონტოლოგიური პარკის შექმნის საშუალებას იძლევა.