მნიშვნელოვანი სიახლეები
არკანზასის ციხიდან გაქცეული 32 წლის შემდეგ დაიჭირეს

არკანზასის ციხიდან გაქცეული 32 წლის შემდეგ დაიჭირეს

ამერიკის არკანზასის შტატის ქალაქ სპრინგდეილში გაქცეული პატიმარი დაიჭირეს. იგი ციხიდან 32 წლის წინათ გაიქცა.

სტივენ დიშმანი სასჯელს ლინკოლნის ოკრუგის ციხეში 7 წლიან სასჯელს ქურდობისათვის იხდიდა. მას სასჯელი 1984 წლის დეკემბერში მიუსაჯეს და 1987 წლის დეკემბერში შესაძლოა ვადაზე ადრე გაენთავისუფლებინათ.

მაგრამ იგი 1985 წლის 28 მაისს გაიქცა. მთელი ეს 32 წელი დიშმანს ეძებდნენ. იგი იმავე შტატში დააკავეს სადაც სასჯელს იხდიდა.

როგორც არკანზასის შტატის გამასწორებელი დაწესებულებების დეპარტამენტის პრეს-სამსახური იუწყება, 60 წლის დიშმანმა უნდა მოიხადოს დარჩენილი სასჯელი. ამას გარდა მას შეიძლება გაქცევისათვის ახალი ბრალდებაც წაუყენონ.

არკანზასის შტატში ამ დროისათვის ძებნილებში კიდევ ოთხი პატიმარი ირიცხება. დეპარტამენტის საიტის მიხედვით გაქცევის შემდეგ ყველაზე დიდხანს ძებნაში ვინმე ბილ ლი ირიცხება - იგი ქურდობისთვის არის  სასჯელმისჯილი. ბილ ლი ციხიდან 1984 წლის 15 ივლისს გაიქცა.