მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ბრიტანეთში ზომბი აპოკალიფსის კვალს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა ბრიტანეთში ზომბი აპოკალიფსის კვალს მიაკვლიეს

ინგლისის, ჩრდილო იორკშირის საგრაფოს შუა საუკუნის დროინდელი მცხოვრებნი თავიანთი გარდაცვლილი ახლობლების გვამებს ანაწევრებდნენ, რათა ისინი ზომბებად არ ქცეულიყვნენ. ბრიტანელმა არქეოლოგებმა ამ ფაქტის დამადასტურებელ კვალს მიაგნეს.

ძვლებს მიტოვებული სოფლის, უორემ პერსის მახლობლად ორმოში მიაკვლიეს. ძვლებზე დანაწევრების და ცეცხლის კვალი აღმოჩნდა. გარდაცვლილების თეძოს ძვლებს შუაზე ამტვრევდნენ, ხოლო თავებს სხეულებს აშორებდნენ. შემდეგ გვამებს ცეცხლზე წვავდნენ. სულ მსგავსი ნიშნების მქონე 10 გარდაცვლილის ნეშთი აღმოჩნდა.

 ეს ინგლისში და საერთოდ დასავლეთ ევროპაში პირველი  მსგავსი აღმოჩენაა. გათხრებს საუთჰემპტონის უნივერსისტეტის მკვლევარები აწარმოებენ. მანამდე ვამპირებთა ბრძოლის მსგავსი ნიშნები მხოლოდ ევროპის აღმოსავლეთში იყო მიკვლეული.

 შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებში შემორჩენილია იმ ეპოქის ადამიანთა მსგავსი რწმენის კვალი. მაშინ ეგონათ, რომ ზოგიერთ მიცვალებულს საფლავიდან წამოდგომა შეეძლო. ვამპირის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი მისი ცხოვრებისეული ბოროტი ზნე იყო. ვინც მსგავს ბოროტ ადამიანს იცნობდა, სჯეროდა, რომ ისინი სიკვდილის შემდეგ გაცოცხლდებოდნენ და კვლავ ზიანს მიაყენებდნენ თავიანთ მეზობლებს.