მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში მუსლიმი ღორის ხორციანი პიცასთვის 100 მილიონ დოლარს ითხოვს

აშშ-ში მუსლიმი ღორის ხორციანი პიცასთვის 100 მილიონ დოლარს ითხოვს

აშშ-ში მუსლიმმა პიცერიას სასამართლოში უჩივლა. მისი განცხადებით მას ღორის ხორცის ძეხვიანი პიცა როგორც ჰალალი პროდუქტი (ანუ ისლამის ნორმების დაცვით დამზადებული) ისე მიჰყიდეს. მამაკაცი კომპენსაციის სახით 100 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.

მოჰამად ბაზლი, რომელიც მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში ცხოვრობს თავი სარჩელში აცხადებს, რომ რესტორანLittle Caesars-ში ორჯერ იყიდა პეპერონიანი პიცა, რომელზეც მარკირება „ჰალალი პროდუქტი“ გააჩნდა.

მისი სიტყვებით იგი და მისი ცოლი მხოლოდ ჭამის მერე მიხვდნენ, რომ ღორის ხორციანი პეპერონი მიირთვეს. ღორის ხორცის გემო ბაზის ცოლმა ამოიცნო. იგი ისლამის მიღებამდე კათოლიკე იყო.

როცა ბაზიმ იმავე რესტორანში მეორედ შეიძინა პიცა, მან ისევ ღორის ხორცი აღმოაჩინა. რესტორნის მენეჯერმა პრეტენზიაზე განაცხადა, რომ თავად დააწებებინა პიცაზე სტიკერი „ჰალალი“.

ბაზიმ მენეჯერთან საუბარი ჩუმად ჩაწერა და სასამართლოს მიმართა.

მსგავსი ინციდენტი 2011 წელსაც მოხდა, როცა დირნბორნში McDonald's-ის ერთ-ერთ რესტორანში არა ჰალალი ქათამი იყიდებოდა.  მაშინ სასამართლომ რესტორანს 700 ათასი დოლარი გადაახდევინა.