მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში პირველად აფროამერიკელი სამახსოვრო მონეტაზე ამოტვიფრეს

აშშ-ში პირველად აფროამერიკელი სამახსოვრო მონეტაზე ამოტვიფრეს

აშშ-ს ხაზინამ საკოლექციო მონეტაზე ისტორიაში პირველად ზანგი ქალი აღბეჭდა.

მონეტა ზარაფხანის 225 წლისთავს მიეძღვნა.

24 კარატიან ოქროს ნაკეთობაზე თავისუფლება ტოგასა და ვარსკვლავების გვირგვინით არის გამოსახული.

მომავალში ხაზინა სპეციალური სერიის გამოშვებას აპირებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები იქნებიან გამოსახულები - აზიური, ლათინურ-ამერიკული ანდა ინდიელთა ტომების წარმომადგენლები.

სულ დაგეგმილია 100 ათასამდე ოქროს მონეტის გამოშვება, რომელთა გასაყიდი ფასი 100 დოლარი იქნება.  რაც შეეხება ვერცხლის მონეტებს, მათი რაოდენობაც იგივე იქნება, ფასი კი 50 დოლარი.

გაყიდვები 6 აპრილს დაიწყება. ახალი დიზაინის სამახსოვრო მონეტები ორ წლიანი პერიოდულობით გამოვა.