მნიშვნელოვანი სიახლეები
ასტერიქსმა და ობელიკსმა ახალი რეკორდი დაამყარეს (+ვიდეო)

ასტერიქსმა და ობელიკსმა ახალი რეკორდი დაამყარეს (+ვიდეო)

ალბერ უდერზოს 1964 წლის ნახატის ორიგინალი 1,5 მილიონ ევროდ გაიყიდა.

პარიზში  ასტერიქსისა და ობელისკის შესახებ კომიქსების მეხუთე ალბომის „გაქცევა გალიიდან“ ყდის ესკიზის ორიგინალი, რომელიც 1964 წელს არის შესრულებული, სარეკორდი 1 449 000 ევროდ გაიყიდა.

1968 წლის ალბომ „არვერნის ფარი“ ყდა 1 197 000 ევროდ გაიყიდა. ვაჭრობა სააუქციონე სახლმა დრუომ ჩაატარა.

ნახატების მთავარი მშვენება ავტორების ავტოგრაფებია - რენე გოსინის და ალბერ უდერზოს.

ორი მამაცი გალის თავგადასავლების შესახებ კომიქსები 1959 წლიდან გამოდის. მას შემდეგ 36 ალბომი გამოიცა. ბოლო პერიოდში ისტორიებს ჟან-ივ ფერი თხზავს, ნახატებს კი დიდიე კონრადი ასრულებს.

 ახალი 37 ალბომი მაღაზიის დახლებზე 19 ოქტომბერს გამოჩნდება. მას „ასტერიქსი და იტალიური რბოლები“ ეწოდება. ახალ ეპიზოდში ასტერიქსი და ობელიკსი ეტლით მთელ იტალიას გადასერავენ, ალპებიდან ვეზუვამდე.