მნიშვნელოვანი სიახლეები
ატლანტის ოკეანეს ძველ ფინიკიური ხომალდით გადაცურავენ (+ვიდეო)

ატლანტის ოკეანეს ძველ ფინიკიური ხომალდით გადაცურავენ (+ვიდეო)

ბრიტანელი მეზღვაური ფილიპ ბილი და მისი გაბედული გუნდი აცხადებს, რომ მზად არიან ატლანტის ოოკეანე ძველი ფინიკიური ხომალდის ზუსტი ასლით გადაცურონ. ისინი  ჰიბრალტარიდან აშშ-მდე აპირებენ მოგზაურობას.

ამგვარად მათ სურთ  დაამტკიცონ, რომ ძველმა ანტიკურმა მეზღვაურებმა ქრისტეფორე კოლუმბამდე 2000 წლით ადრე ამერიკას მიაღწიეს. აქცია ლიბანის ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ქვეყნის მოსახლეობა თავს ფინიკიელთა მემკვიდრეებად მიიჩნევს. ამის დასტურად მათ თავიანთი საქმოსნური თვისებები მოჰყავთ. მართლაც, ვერ ნახავთ მსოფლიოში დიდ ქალაქს, სადაც ლიბანელი საქმოსნები არ იყვნენ წარმოდგენილი.

 ხომალდი ჰიბრალტარის ნაპირებს სექტემბერში დატოვებს და აშშ-საკენ გაემართება. მოგზაურობა დაახლოებით ორ თვეს გასტანს.

ხომალდი ფინიკიური ნახაზებით აიგო და სიგრძეში 20 მეტრს აღწევს. მისი წონა 50 ტონაა. 2008 წელს ხომალდი აფრიკის სანაპიროებთან წარმატებით დაცურავდა.

  ტვიროსის ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე მახა ჰალილ-შალიაბი ამტკიცებს რომ ფინიკიელების ამერიკაში ყოფნის კვალი დარჩენილია „კანარის და აზორის კუნძულებზე, ასევე ბრაზილიაში და ბერუში“.

მაგრამ ისტორიულ მეცნიერებაში ეს საკითხი ჯერ კიდევ კითხვებს ბადებს. რაშიც ისტორიკოსები ერთსულოვნები არიან ის ფაქტია, რომ ფინიკიელთა სავაჭრო იმპერია მთელ ხმელთაშუა ზღვას მოიცავდა. ეს ხალხი ზღვაზე ბატონობდა ბერძნებამდე და რომაელებამდე. ბოლო დროის გენეტიკური კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ფინიკიელებმა  თანამედროვე ლიბანელების, სირიელების, პალესტინელების, ესპანელების, მალტელების და ტუნისელების  სისხლში  J-2 ქრომოსომა დატოვეს.