მნიშვნელოვანი სიახლეები
ავსტრალიელმა დედამ თავის გოგონას შემთხვევით შხამიან გველთან ერთად ფოტო გადაუღო

ავსტრალიელმა დედამ თავის გოგონას შემთხვევით შხამიან გველთან ერთად ფოტო გადაუღო

ავსტრალიაში ადამიანებს ხიფათი შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეემთხვეთ. ამ კონტინენტზე მცხოვრებმა დედამ თავის პატარა გოგონას ფოტოსესია მოუწყო და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ შხამიანი ასპიდი მისი გოგონასგან სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული.

ბიანკა დიკინსონმა თავის გოგონას სურათების გადაღება ოქროსფერი მინდვრისა და ლურჯი ცის ფონზე მოინდომა და შხამიანი გველის ფონზე კი გამოუვიდა. დედას გველი თავიდან ხმელი ხის ქერქი ეგონა. როცა მიხვდა თუ რა ახლოს იყო საფრთხე, მიშველება სცადა, მაგრამ დროულად შეიკავა თავი, რითაც გველის მხრიდან თავდასხმის პროვოცირება აღკვეთა.

პატარა გოგონას გველისათვის ყურადღება არც მიუქცევია და ლამაზ ფონზე პოზირებას აგრძელებდა. დედის ნებისყოფამ და გოგონას სიმშვიდემ უბედურების აცილების საშუალება მისცა: გველმა თავის გზაზე მოძრაობა გააგრძელა. სამაგიეროდ ფოტო აქამდე დედას შოკში აგდებს. ეს უცნაური სულაც არაა, ვინაიდან ბადიანი ყავისფერი გველი შხამის სიძლიერის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ავსტრალიაში კი სიკვდილიანობის მიხედვით რეკორდსმენია.