მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალ ცხოვრებას სირბილით იწყებენ (+ვიდეო)

ახალ ცხოვრებას სირბილით იწყებენ (+ვიდეო)

ბანგკოკში ოთ კილომეტრზე სირბილში ახლად დაქორწინებულთა რბოლა გაიმართა. გამარჯვებულს პრიზი - 26 ათასი ევრო ელოდა.

საქორწილო სუფრა ძვირი ჯდება და ამიტომაც ახლადშეუღლებულთა რბოლა საკმაოდ პოპულარულია ტაილანდში: ამგვარად ისინი ხარჯის ნაწილის ანაზღაურებას ცდილობენ.

მსგავსი რბოლა წელსაც გაიმართა. მასში 29 წლის სირადა ტამვანმა და 27 წლის სიტიჩაი პრასონგსინმა გაიმარჯვეს.