მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი Iphone  უსადენოდ დაიტენება

ახალი Iphone უსადენოდ დაიტენება

Apple-სათვის ახალი მოწყობილობების დამპროექტებელი კომპანიის გენერალური დირექტორი რობერტ ჰვანგის აცხადებს, რომ ახალი Iphone ახალი ფუნქციის მატარებელი იქნება, ისეთის როგორიცაა წყალგაუმტარობა და უსადენო დატენვა.

უსადენო დატენვა მუდმივად აბურდული სადენებისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა. ეს ხერხი ზოგიერთ Android-მწარმოებელმა უკვე აითვისა. კომპანია Apple ამ ფუნქციას დიდი ხანი ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.

Wistron - ტაივანური კომპანიაა, რომელიც იმ ელექტრულ მოწყობილობებს აპროექტებს, რომლებსაც  iPhone SE შემდგომში ინდოეთში ყიდის. Apple-მა ახლახანს კომპანია თავისი მწარმოებლების რეესტრში დაამატა. ამით ბაზარზე თავისი წილი გაზარდა და ქვეყანაში თავის მოწყობილობებზე ფასები შეამცირა. ამ დღეებში Wistron-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ ჰვანგმა განაცხადა, რომ შემდეგი თაობის Iphone წყალგაუმტარი იქნება და უსადენოდ დაიტენება.

ქსელში სხვა ინფორმაციებიც გავრცელდა, რომლებიც Iphone-ის უსადენო დატენვას ეხება. უკვე გამოჩნდა Iphone -ის შიდა სქემა სადაც უსადენო დატენვის ანტენა კარგად ჩანს. ასევე გამოჩნდა Iphone -ის უკანა პანელის ფოტო. ეს პანელი მინას მიაგავს. ეს ფაქტორიც უსადენო დატენვის შესაძლებლობაზე მიუთითებს

 Iphone 8-ის ოფიციალური წარდგენის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. კომპანია ახალ მოდელების პრეზენტაციას ჩვეულებრივ სექტემბრისათვის ახდენს, მაგრამ მოარული ხმებით მისი გადატანა იგეგმება. ამას გარდა Iphone 8-ის მაგივრად კომპანიის წარმომადგენლებმა შესაძლოა Iphone 7 და 7Plus-ის მოდელები დააანონსონ .