მნიშვნელოვანი სიახლეები
ბაყაყებს სიბნელეში ფერების გარჩევა შეძლებიათ

ბაყაყებს სიბნელეში ფერების გარჩევა შეძლებიათ

ბიოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გაარკვია, რომ ზოგიერთ ამფიბიას ღამით ფერადი მხედველობა აქვს და მათ ცისარტყელად ფერების გარჩევა მაშინაც კი შეუძლიათ, როცა სხვა ცხოველები მხოლოდ ლანდებს არჩევენ. ამაში მათ ის უჯრედები ეხმარებათ, რომლებიც შავ-თეთრ მხედველობაზე არიან პასუხისმგებლები.

ჩვენ ფერებს ფოტომგრძნობიარე უჯრედების - კოლბების და ჩხირები  მეშვეობით ვარჩევთ. ისინი თვალის ბადურაზე იმყოფებიან. კოლბების სამი სახეობა არსებობს, რომელთაგან თვითეული კონკრეტული დიაპაზონის ელექტრომაგნიტურ ტალღებს შეიგრძნობენ. ერთი უჯრედები წითელს, მეორენი მწვანეს, მესამენი ლურჯ ფერს გრძნობენ.

 ღამით, როცა ფოტონების ნაკადი ნაკლებია ფოტომგრძნობიარე უჯრედებში სუსტი დენი აღიძვრება, რომლებიც ფოტომგრძნობიარე ელემენტებში ფოტონების ნაკლებობისას გაივლის. სიბნელეში დენები კოლბებს ხელშეშლას ქმნიან და მათი მუშაობა არასაიმედო ხდება.  ამგვარ შემთხვევებში მხედველობას მხოლოდ ჩხირები უზრუნველჰყოფენ. სწორედ ამიტომ ღამით ადამიანი ფერებს ვერ არჩევს. ღამის მწერები და  ხერხემლიანები, რომლებსაც ჩხირები არა აქვთ, ღამით ფერებს უმნიშველო განათების დროსაც კი არჩევენ. ამიტომ დღემდე ეგონათ, რომ ხეხემლიანები, რომლებსაც ჩხირები აქვთ, სიბნელეში ფერებს ვერ არჩევენ.

 მაგრამ როგორც შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის ბიოლოგების კვლევებმა აჩვენა, ზოგი ხერხემლიანი ცუდი განათების დროსაც კი კარგად არჩევს ფერებს. ამგვარ ბედნიერებს გომბესოები და ბაყაყები მიეკუთვნებიან: მათ თვალებში ორი ტიპის ჩხირებია, რომლებიც სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე არიან აწყობილები, მათი დახმარებით ეს ამფიბიები ღამითაც კარგად არჩევენ ფერებს. როგორც მეცნიერებმ გამოარკვიეს გომბეშოები და ბაყაყების ამ სუპერშესაძლებლობას მხოლოდ ნავიგაციისათვის იყენებენ და არა ნადირობის ანდა პარტნიორის შერჩევის დროს.