მნიშვნელოვანი სიახლეები
ბაზილიკა ლას-ლაჰას - კოლუმბიის სასწაული (+ვიდეო)

ბაზილიკა ლას-ლაჰას - კოლუმბიის სასწაული (+ვიდეო)

ლას-ლაჰასის ტაძარი მსოფლიოს კოლუმბიური სასწაულია. ბაზილიკა თითქოს მაქმანისგან არის შექმნილი, ისეთი ჰაეროვანია. იგი ფრიალო კლდეზე იმ ადგილას ააგეს, სადაც ქვაზე ღვთისმშობლის სახე გამოისახა. ეს მე-18 საუკუნეში, უფრო ზუსტად კი 1774 წლის 16 სექტემბერს მოხდა.

ხალხი გრძნობდა რა ამ ადგილის მისტიურ ძალას . უკვე იმ დროს სტუმრობდა ამ ადგილს სალოცავად. სწორედ მაშინ გამოჩნდნენ პირველი განკურნებულებიც.

შემდგომ ამ ადგილას მოკრძალებული ეკლესია ააგეს, რომლის მთავარი ღირშესანიშნაობა ქვაზე გამოხატული ღვთისმშობლის სახე იყო, რომელიც ახლა ძვირფასი ქვებით და ოქროთი მორთულ ხატად აქციეს. კლდის ეს ნაწილი საკურთხეველშია მოქცეული. ღვთისმშობლის გამოსახულება მეტრის სიმაღლისაა.

 ტაძარმა გადაკეთება სამჯერ განიცადა. დღევანდელი სახე მან 1948 წელს მიიღო. მაშინვე ააგეს 30 მეტრი სიმაღლის ხიდიც. მისკენ მიმავალი გზა კლდეშია ნაკვეთი. თითქმის მთელი გზის გაყოლებაზე კლდეზე განკურნებული ადამიანების სამადლობელი ფირფიტებია მიმაგრებული.  

ეს წმინდა ადგილი ქალაქ იპიალესის მახლობლად მდებარეობს, ზედ ეკვადორის საზღვართან. მის გარშემო ტერიტორია ადამიანებმა ბაღნარად აქციეს, სადაც სეირნობა და დასვენება შეიძლება.