მნიშვნელოვანი სიახლეები
Beach Shade: პლიაჟზე iPad-ის სამაგრი (+ვიდეო)

Beach Shade: პლიაჟზე iPad-ის სამაგრი (+ვიდეო)

პლიაჟზე როგორც წესი ძირითადათ მოწყენილობაა. მხოლოდ უნდა იწვე და გაირუჯო - ასეთი რამ მხოლოდ სელაპებს შეუძლიათ. მოაზროვნე ადამიანს კი ტვინის რაიმეთი დაკავება სჭირდება. აუცილებლად რაღაც უნდა წაიკითხოს, მაგალითად პლანშეტით და თანაც მოსახერხებელ პოზაში. ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა.  და აი პრობლემის გადაჭრის გზაც.

Beach Shade -  ეს ბალიშის, საჩრდილობლის და პლანშეტის სამაგრის მახვილგონივრული ჰიბრიდია. მას თითქმის ყველა მწარმოებლის პლანშეტის დამაგრება შეუძლია. ხედვის არეს რეგულირება 20-დან 180 გრადუსამდე შეიძლება - გააჩნია თქვენს მიზანს. 

 თუმცა კი მთავარი მიზანი ერთია - მოხერხებულად წამოწვე და წაიკითხო, იმუშაო ანდა ითამაშო. Beach Shade-ს დამაგრება ასევე შეზლონგებსა და გასაშლელ საწოლებზეც შეიძლება.