მნიშვნელოვანი სიახლეები
ბელგიის მეფე Burger King-ის რეკლამამ მეფის „არჩევნებით“ აღაშფოთა

ბელგიის მეფე Burger King-ის რეკლამამ მეფის „არჩევნებით“ აღაშფოთა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Burger King-მა ბელგიის ბაზარზე თავისი შემოსვლა ქვეყნის მეფის ხუმრობითი არჩევით დააანონსა. ამან ნამდვილი მეფის და ბელგიის სამეფო ოჯახის გულისწყრომა გამოიწვია.

 არჩევნები საიტ whoistheking.be-ზე მიმდინარეობს. მომხმარებლებს შეახსენებენ, რომ 2013 წლის 21 ივლისს ბელგიის მონაქრი ილიპი გახდა, ხოლო 2017 წლის 19 მაისს „ბელგიაში თავისი ჩამოსვლა Burger King-მა გამოაცხადა“. ორი მეფე ერთი გვირგვინი, ვინ გახდება მმართველი?“, - ეკითხება ქსელი თავის მომხმარებლებს და კენჭისყრას სთავაზობს - მიეცით ხმა ან ფილიპს ანდა Burger King-ს.

ამასთან როგორც კი ხმას მმართველ მონარქს მისცემთ, საიტი გეკითხებათ: „თქვენ დარწმუნებული ხართ? ეგ კარტოფილ-ფრის არ შეგიწვავთ“.

თუკი უპასუხებთ „დიახ“, მაშინ კიდევ ერთი კითხვა გაჩნდება: „დარწმუნებული ხართ, რომ დარწმუნებული ხართ?“, და ღილაკი „დიახ“ ხდება გაცილებით პატარა, ვიდრე ღილაკი „დიახ“.

 საიტზე კენჭისყრა 19 ივნისს გაიხსნა, Burger King-ი თავის პირველ რესტორანს ბელგიაში ივნისის ბოლოსთვის გახსნის.

ბელგიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პიერ ემანუელ დე ბო აცხადებს, რომ მეფის გამოსახულების გამოყენება მეფის მიერ მოწონებული უნდა იყოს, მაგრამ მას ნებართვა არავის ჰკითხა. „ჩვენ არ მოგვწონს საკითხისადმი მსგავსი მიდგომა, - განაცხადა მან. - ვინაიდან ეს კომერციული მიზნით კეთდება, ჩვენ მსგავს ნებართვას არ მივცემდით“.

Burger King-ის საიტზე ფილიპის მულტიპლიკაციური გამოსახულებაა გამოყენებული. რესტორნების ქსელის წარმომადგენლის განცხადებით მათ მონარქიისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.