მნიშვნელოვანი სიახლეები
ბერძნები მზად არიან არქეოლოგიური საგანძურის ნაწილი პართენონის მარმარილოებში გაცვალონ

ბერძნები მზად არიან არქეოლოგიური საგანძურის ნაწილი პართენონის მარმარილოებში გაცვალონ

საბერძნეთი დიდი ხანია რაც ცდილობს პართენონის მარმარილოები დააბრუნოს ათენში და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან მრავალი დავა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეხლა ისინი საკითხისადმი ახალ მიდგომას აპირებენ  - სთავაზობენ არქეოლოგიური „საგანძურის“ ნაწილს პართენონის მარმარილოების სანაცვლოდ.

საბერძნეთის ძღვენი გაერთიანებული სამეფოსადმი

პართენონის მარმარილოები, ასევე ცნობილი როგორც ელგინის მარმარილოები ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და ათენს მრავალი მცდელობა ჰქონდა რაც შეიძლება მშვიდობიანი ხერხებით უკან დაებრუნებინა ისინი. საბერძნეთის მთავრობამ  ბრიტანულ ინსტიტუტებს მრავალჯერ მათ სანაცვლოდ ფულადი თანხა შესთავაზა.

ეს უძველესი ხელოვნების ნუმუშები ბრიტანეთში მოხვდა, როცა საბერძნეთში ჯერ კიდევ ოტომანთა მმართველობა იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ბერძნებთა მთავარი მიზანი მათი დაბრუნება გახდა. ამასთან დაკავშირებით ადრეც გვქონდა საუბარი ჩვენს საიტზე.

გასათვალისწინებელია, რომ ჰერცოგმა ელგინმა და თომას ბრუსმა ეს ისტორიული  შედევრები ლეგალური გზით მოიპოვეს. მაგრამ ეს იყო დრო, სანამ მონობა გაუქმდებოდა და საბერძნეთი ოტომანთა სამეფოში დაპყრობილი პროვინცია იყო. ამიტომაც დგება საკითხი: რამდენად მორალური და ეთიკური იყო დასავლეთის ქვეყნისგან მსგავსი საქციელი, რომელიც ამაყობს თავისი დემოკრატიითა და თავისუფლებით?

გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად მარმარილოების პოპულარობისა, ბრიტანეთის მუზეუმში თავად ბრიტანელი მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი საბერძნეთს უნდა დაუბრუნდნენ. აზრი იყოფა ლორდ ელგინზეც, ზოგისთვის ის უძველესი ხელოვნების გადამჩენელია და ზოგი მას ბერძნული სიძველეების ქურდად მიიჩნევს.

გადაწყვეტილება დასავლური კულტურის დემოკრატიულ ღირებულების გადასარჩენად

ლიდია კონიორდოი, საბარძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტი ფიქრობს, რომ ცივილიზებული და დემოკრატიული გადატყვეტილება ამ პრობლემისთვის იქნება ერთგვარი მესიჯი ორივე ქვეყანაში აღორძინებული ნაციონალური პარტიებისთვის. მან განაცხადა, რომ:

„პართენონის მარმარილოების გაერთიანება იქნება ერთგვარი სიმბოლური აქტი, იმ ძალების წინააღმდეგ, რომელიც ევროპის ღირებულებებს ებრძვის. პართენონის მონუმენტი არის დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო. ესაა დემოკრატიის, დიალოგისა და თავისუფალი აზრის სიმბოლო.“

საბერძნეთი უკვე რამდენიმე წელია პართენონის აღდგენაზე მუშაობს. ასევე მუშაობდა ახალ მუზეუმზე, სადაც გათვალისწინებული იყო მარმარილოების გამოფენა, რომელთა ნახევარი ევროპის რამოდენიმე მუზეუმშია.