მნიშვნელოვანი სიახლეები
ბერკლის უნივერსიტეტში „ტახტის თამაშებიდან“ ენების კურსს წაიკითხავენ

ბერკლის უნივერსიტეტში „ტახტის თამაშებიდან“ ენების კურსს წაიკითხავენ

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი მსურველებს სერიალ  „ტახტის თამაშებში“ გამოყენებული ხელოვნური ენების - დოტრაკიულის და ვალირიულის ექვსკვირიან კურსს სთავაზობს.

 სერიალის მოქმედება, რომელიც ჯორჯ მარტინის ფანტასტიკური რომანების სერიის მიხედვით არის გადაღებული, წარმოსახვით სამყაროში ხდება, რომელიც რაღაც ნაწილობრივ შუა საუკუნეებს გვაგონებს.

წიგნებში ორივე ენაა ნახსენები, მაგრამ მათი ლექსიკისა და ფონეტიკის შესახებ არაფერია ნათქვამი. სერიალისათვის ენები ლინგვისტმა დევიდ პიტერსონმა შექმნა. იგი ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

ბერკლის მიერ შემოთავაზებული კურსის სრული სახელია „ტახტის თამაშების“ ლინგვისტიკა და ენების გამოგონების ხელოვნება“.

უნივერსიტეტის გაზეთ Berkeley News-ის განცხადებით სტუდენტები კურსის განმავლობაში აქცენტს ენების შემქნის დეტალებსა და ფილოლოგიაზე გააკეთებენ და არა ვესტეროსის ფანტაზიურ სამყაროზე.

პიტერსონის პროგრამა დოტრაკიული ენის შესახებ პირველი კურსი იქნება, რომელსაც სტუდენტებს შესთავაზებენ. მაგრამ 2014 წლიდან  მისი შესწავლა სახელმძღვანელოთი და ონლაინ-კურსის შემწეობითაც შეიძლებოდა. იგი გამომცემლობა Living Language-მა გამოსცა.

„ტახტის თამაშების“ ბოლო მერვე სეზონს 2018 წელს ვიხილავთ. მეშვიდე სეზონის პირველი სერიის პრემიერა ამა წლის 16 ივლისს იქნება.

2015 წელს სერიალი მხოლოდ ერთ სეზონში „ემის“ ტელეპრემიის 12 გზის ლაურეატი გახდა.