მნიშვნელოვანი სიახლეები
ბჰანგარჰის მიტოვებული ქალაქი და წყველა (+ვიდეო)

ბჰანგარჰის მიტოვებული ქალაქი და წყველა (+ვიდეო)

ბჰანგარჰის მიტოვებული ციხე ქალაქი ინდოეთში ყველაზე საშინელებათა ადგილად ითვლება, იმდენად რომ არქეოლოგებსაც კი ეკრძალება ადგილის მონახულება მზის ჩასვლის შემდგომ. ადგილობრივები კი ციხის მოშორებით არიან დასახლებულნი. ბჰანგარჰის ასეთი სახელი მოდის ორი ლეგენდიდან.

ბჰანგარჰის დასახლება რაჯგარჰის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რაჯაშტანის შტატში. დასახლება დაარსდდა 1573 წელს ბჰაგვატ დასის მმრათველობისას, რომელმაც თავისი მეორე ვაჟის რეზიდენციად ააშენა. ციხე  წარმოადგენს პატარა ქალაქს ტაძრებით, სასახლეებით და ჭიშკრებით მთის ძირას. მიუხედავად მისი სილამაზისა, ციხე მთლიანად მიატოვეს 1783 წელს, ადგილობრივებმა ახლომახლო სოფლებში დასახლება არჩიეს.

მიტოვებული ქალაქის მთავარ ტაძრებს შორისაა ჰანუმანის, გოპინაზის, სომესვარის, კეშავ რაის, მანგალა დევის, განეშის და ნავინის ტაძრები. სასახლე მდებარეობს ციხის ბოლოში.

ბჰანგარჰის ლეგენდა

ლეგენდის მიხედვით ქალაქი ბჰანგარჰი დაიწყევლა განდეგილის მიერ, რომელსაც სახელად ბაბა ბალნაზი ერქვა. მან მშენებლებს უფლება მისცა ქალაქი აეშენებია, თუ ის მის საცხოვრებელ სახლს არ გადაფარავდა ჩრდილით. ბალნაზიმ გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მთელს ქალაქს დაწყევლიდა. როცა სასახლეს აშენებდნენ მისი ჩრდილი განდეგილის საცხოვრებელს მოხდა და მანაც პირობა შეასრულა. ბევრი ფიქრობს, რომ ბალაბნაზი სადმე ქალაქში უნდა იყოს დამარხული.

მეორე ლეგენდის მიხედვით ჯადოქარი სახელად სინგჰია შეყვარებული იყო ქალაქის პრინცესა რატნავატიზე. მან ჯადო დაადო საკმეველს, რომელიც მსახურს უნდა მიეტანა პრინცესასთვის და მასაც შეყვარებოდა ჯადოქარი. მაგრამ რატნავატიმ დაინახა ჯადოქრის საქმიანობდა და გეგმები ჩაუშალა. გაბრაზებულმა ჯადოქარმა მთელს ქალაქს წყევლა დაადო. მრავალი ფიქრობს, რომ ქალაქში ჯერ კიდევ დადის ჯადოქრის სული. ზოგს სჯერა, რომ პრინცესა რატნავატი რეინკარნაციის შემდგომ მოვა ქალაქში და მის წყევლას ბოლოს მოუღებს.

არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს ამ ლეგენდების სასარგებლოდ, მაგრამ ის იმდენად სერიოზულადაა მიღებული, რომ  მზის ჩასვლის შემდგომ არქეოლოგებიც კი არ მიდიან იქ. ადგილობრივთა თქმით, ყველა ვინც კი ქალაქში დაღამებისას წასულა, უკან არასდროს დაბრუნებულა. ამის მიუხედავად ყოველ წლიურად ამ ადგილს ათასობით ტურისტი ნახულობს.