მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრილიანტის საყურეები რეკორდულ თანხად - 58 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბრილიანტის საყურეები რეკორდულ თანხად - 58 მილიონ დოლარად გაიყიდა

შვეიცარიაში „სოტბის“ აუქციონზე 16 კარატიან ბრილიანტის საყურეებში (თვითოეული) რეკორდული თანხა 58 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

იმავდროულად აღნიშნული თანხა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. წინასწარი მონაცემებით საყურეების 70 მილიონ დოლარად გაყიდვას ვარაუდობდნენ.

ორივე ქვა უზადოა და სამხრეთ აფრიკაშია მოპოვებული. საყურეების მფლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

საყურეებს „აპოლონი და არტემიდა“ ქვია. ისინი მთლიანად იდენტურები არიან ფერის გარდა - ბრილიანტი „არტემიდა“ ვარდისფერია, ხოლო „აპოლონი“ - ცისფერი.

 ამის გამო ბრილიანტების ფასებიც განსხვავებულია. „აპოლონი“42,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო „არტემიდა“ – 15,5 მილიონად. ასეთი სხვაობა იმითაა განპირობებული, რომ ცისფერი ბრილიანტები უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ვარდისფერი.