მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანელი მეცნიერების აზრით ქორწინება ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა

ბრიტანელი მეცნიერების აზრით ქორწინება ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა

ქორწინება ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. გულის დაავადებების რისკის ერთ-ერთი ფაქტორის - მაგალითად ქოლესტერინის მაღალი დონის არსებობისას, იგი გადარჩენის შანსს აძლიერებს.

საქმე იმაშია, რომ მოსიყვარულე მეუღლე საკუთარ თავზე  უფრო კარგად მიხედვას გაიძულებთ. ამის შესახებ კვლევის შედეგები გულსისხლძარღვთა დაავადებების ბრიტანეთის საზოგადოების კონფერენციაზე გამოაქვეყნეს.

დოქტორი პოლ კარტერი და მისი  კოლეგები, რომლებიც კვლევაზე მუშაობდნენ, ადრეც აცხადებდნენ, რომ გულის შეტევის დროს ქორწინება გადარჩენის შანსს ზრდიდა. მათი ახალი ნაშრომი ამას ასაბუთებს.

მათი მტკიცებით ქორწინება ადამიანს იცავს ისეთი ფაქტორების ზემოქმედებისაგან, როგორიცაა ქოლესტერინის მაღალი დონე, მაღალი წნევა ანდა  დიაბეტი.

 კვლევაში მილიონამდე ბრიტანელმა მიიღო მონაწილეობა. მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სწორედ ეს პრობლემები ჰქონდათ.

მეცნიერთა განცხადებით 50, 60 და 70 წლის ქალებს და მამაკაცებს მაღალი ქოლესტერინით 14 წლიანი კვლევის ბოლომდე, სიცოცხლის შანსი 16%-ით უფრო მაღალი ექნებათ თუკი ისინი დაქორწინებულნი იქნებიან.

 იგივე პრინციპი მუშაობდა დიაბეტის და მაღალი წნევის მქონე პაციენტებზე.

მათი შედეგები ვინც დაქვრივდა ანდა გაყრილი იყო გაცილებით დაბალი დონის იყო.

 მკვლევარებს არ დაუზუსტებიათ  ქორწინების ხასითი - ბედნიერი იყო თუ არა. როგორც ისინი აღნიშნავენ აქ იმდენად ქორწინებას არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც გვერდით ახლობელი და გულისხმიერი ადამიანის ყოფნას.